იმერეთში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

© Department of Environmental Supervision of Georgiaსახერხი
სახერხი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2026
გამოწერა
კანონდარღვევა ხარაგაულში სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგის საშუალებით დაფიქსირდა.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა იმერეთის რეგიონში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, კანონდარღვევა ხარაგაულში სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგის საშუალებით დაფიქსირდა.
კერძოდ, ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა რცხილისა და წიფელის სახეობის საშეშე მერქანი და მისი უკანონო ტრანსპორტირება განახორციელა.
უწყების ცნობით, სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინიტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი გადატანილია ხევის „საქმიან ეზოში“.
ყველა ახალი ამბავი
0