https://sputnik-georgia.com/20260707/gvinis-erovnulma-saagentom-kompaniebi-sheamowma-299487164.html
ღვინის ეროვნული სააგენტო: ქართული ღვინის შემოწმებამ დარღვევები გამოავლინა
ღვინის ეროვნული სააგენტო: ქართული ღვინის შემოწმებამ დარღვევები გამოავლინა
Sputnik საქართველო
წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, განაცხადეს უწყებაში. 07.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-07T10:52+0400
2026-07-07T10:52+0400
2026-07-07T10:52+0400
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268640117_0:0:2501:1407_1920x0_80_0_0_b3e7eff6ef88e22c3dfc134aded56144.jpg
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. 2026 წლის მეორე კვარტალში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების შემოწმება 86 განხორციელდა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ინსპექტირების აღნიშნული პროცესი სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. სახელმწიფოს პრიორიტეტს ქართული ღვინის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა წარმოადგენს.უწყების ცნობით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების Bureau Veritas-ისა და SGS-ის მიერ ინსპექტირება გახორციელდა 45 კომპანიაში -აღებული 127 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 3 კომპანიის 3 ნიმუშში.გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში 24 კომპანიაში განხორციელდა 61 საინსპექციო კონტროლი, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული 177 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 3 კომპანიის 5 ნიმუშში. ნიმუშების გარკვეულ ნაწილზე ლაბორატორიული კვლევები გრძელდება.ერთ კომპანიაში განხორციელდა 4 სახელმწიფო ზედამხედველობა - 4 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთ ნიმუშში არ აღმოჩნდა. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, შემოწმდა 23 ობიექტი - 16 კომპანიის 34 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 10 კომპანიის 14 ნიმუშში. საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 68 დეგუსტაცია. სადეგუსტაციოდ შემოსული 3301 ნიმუშიდან 3180 დადებითად, ხოლო 121 ნიმუში უარყოფითად შეფასდა. ნიმუშის ორგანოლეპტიკური ტესტირება ხდება ფერსა და გამჭირვალობაზე, ტიპურობაზე, დაავადებების არსებობაზე, არომატზე, გემოსა და ჰარმონიულობაზე.უწყების განმარტებით, მიმდინარე წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს.ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უწყვეტად ახორციელებენ ხარისხის მონიტორინგს, რათა ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268640117_0:0:2217:1663_1920x0_80_0_0_4b6b6dcfc96a5027a72827e6dc00a82d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, საზოგადოება, ახალი ამბები
ღვინის ეროვნული სააგენტო: ქართული ღვინის შემოწმებამ დარღვევები გამოავლინა
წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, განაცხადეს უწყებაში.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. 2026 წლის მეორე კვარტალში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების შემოწმება 86 განხორციელდა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინსპექტირების აღნიშნული პროცესი სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. სახელმწიფოს პრიორიტეტს ქართული ღვინის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა წარმოადგენს.
უწყების ცნობით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების Bureau Veritas-ისა და SGS-ის მიერ ინსპექტირება გახორციელდა 45 კომპანიაში -აღებული 127 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 3 კომპანიის 3 ნიმუშში.
ახალი რეგლამენტის მიხედვით, სერტიფიცირებული ქართული საექსპორტო ღვინის ინსპექტირებას ეკონომიკურ საბაჟო ზონაში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები SGS და Bureau Veritas 2021 წლის ივნისიდან ახორციელებენ.
გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში 24 კომპანიაში განხორციელდა 61 საინსპექციო კონტროლი, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული 177 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 3 კომპანიის 5 ნიმუშში. ნიმუშების გარკვეულ ნაწილზე ლაბორატორიული კვლევები გრძელდება.
ერთ კომპანიაში განხორციელდა 4 სახელმწიფო ზედამხედველობა - 4 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთ ნიმუშში არ აღმოჩნდა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, შემოწმდა 23 ობიექტი - 16 კომპანიის 34 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 10 კომპანიის 14 ნიმუშში.
საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 68 დეგუსტაცია. სადეგუსტაციოდ შემოსული 3301 ნიმუშიდან 3180 დადებითად, ხოლო 121 ნიმუში უარყოფითად შეფასდა. ნიმუშის ორგანოლეპტიკური ტესტირება ხდება ფერსა და გამჭირვალობაზე, ტიპურობაზე, დაავადებების არსებობაზე, არომატზე, გემოსა და ჰარმონიულობაზე.
უწყების განმარტებით, მიმდინარე წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უწყვეტად ახორციელებენ ხარისხის მონიტორინგს, რათა ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.