https://sputnik-georgia.com/20260707/baqo-tbilisi-baqos-matareblebs-vagonebi-daemata-299520855.html
ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლებს სამი ვაგონი დაემატება
ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლებს სამი ვაგონი დაემატება
Sputnik საქართველო
სხვა მეზობელი ქვეყნების მსგავსად, აზერბაიჯანს საქართველოსთანაც ჩაკეტილი აქვს სახმელეთო საზღვარი. შედეგად, აზერბაიჯანში საქართველოდან ჩასვლა მხოლოდ სარკინიგზო... 07.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-07T22:00+0400
2026-07-07T22:00+0400
2026-07-07T22:00+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
ტრანსპორტი საქართველოში
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24609/62/246096201_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_20e5c5ee77461227c199fc16bb7ac52f.jpg
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მოძრავ მატარებლებს 10 ივლისიდან კიდევ სამი ვაგონი დაემატება. ამის შესახებ ინფორმაციას „აზერბაიჯანის რკინიგზა" ავრცელებს.საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული. ბაქო-თბილისი-ბაქოს რეგულარული სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, 2026 წლის 26 მაისს ოფიციალურად აღდგა და ყოველდღიურ რეჟიმში სრულდება.დამატებითი ვაგონების ბილეთების გაყიდვა 7 ივლისიდან დაიწყო და ხელმისაწვდომია როგორც ონლაინ, ისე რკინიგზის სალაროებში.ამასთან, „შტადლერის“ ტიპის ვაგონებთან შედარებით, მარშრუტზე დამატებული „სტანდარტ+“ ტიპის საძილე ვაგონების უფასო ბარგის დასაშვები ნორმა 36 კგ-ით განისაზღვრა, ამ ვაგონების ტექნიკური მახასიათებლებისა და სტრუქტურული შესაძლებლობების გათვალისწინებით.ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე 25 მაისიდან 6 ივლისის ჩათვლით პერიოდში დაახლოებით 25 ათასი ბილეთი გაიყიდა და დაახლოებით 14 ათასმა ადამიანმა იმგზავრა. მათ შორის თბილისიდან 6.356-მა, ბაქოდან - 4.343-მა, განჯადან - 1.112-მა, ევლახიდან - 808-მ, აღსტაფადან - 520-მა.მგზავრთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აზერბაიჯანულმა მხარემ აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავ შემადგენლობებს ვაგონები გასულ თვეშიც დაამატა. გარდა ამისა, მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მოძრავ მატარებლებზე ბილეთების გაყიდვის აქტიური პერიოდი 30-დან 90 დღემდე გაიზარდა.სხვა მეზობელი ქვეყნების მსგავსად, აზერბაიჯანს საქართველოსთანაც ჩაკეტილი აქვს სახმელეთო საზღვარი. შედეგად, აზერბაიჯანში საქართველოდან ჩასვლა მხოლოდ სარკინიგზო და საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ჯერჯერობით ბოლო გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვრის გახსნა 1-ელ ოქტომბრამდე აქვს გადადებული.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24609/62/246096201_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_1921807559c5d2df513350f43e29abd7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, ტრანსპორტი საქართველოში, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, ტრანსპორტი საქართველოში, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლებს სამი ვაგონი დაემატება
სხვა მეზობელი ქვეყნების მსგავსად, აზერბაიჯანს საქართველოსთანაც ჩაკეტილი აქვს სახმელეთო საზღვარი. შედეგად, აზერბაიჯანში საქართველოდან ჩასვლა მხოლოდ სარკინიგზო და საჰაერო გზით არის შესაძლებელი.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მოძრავ მატარებლებს 10 ივლისიდან კიდევ სამი ვაგონი დაემატება. ამის შესახებ ინფორმაციას „აზერბაიჯანის რკინიგზა" ავრცელებს.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული. ბაქო-თბილისი-ბაქოს რეგულარული სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, 2026 წლის 26 მაისს ოფიციალურად აღდგა და ყოველდღიურ რეჟიმში სრულდება.
„შედეგად, თითოეულ რეისზე დამატებით 104 სამგზავრო ადგილი იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო თითოეულ რეისზე სამგზავრო ადგილების რაოდენობა დაახლოებით 60%-ით გაიზრდება - ამჟამინდელი 178-დან 282-მდე", - ნათქვამია განცხადებაში.
დამატებითი ვაგონების ბილეთების გაყიდვა 7 ივლისიდან დაიწყო და ხელმისაწვდომია როგორც ონლაინ, ისე რკინიგზის სალაროებში.
ამასთან, „შტადლერის“ ტიპის ვაგონებთან შედარებით, მარშრუტზე დამატებული „სტანდარტ+“ ტიპის საძილე ვაგონების უფასო ბარგის დასაშვები ნორმა 36 კგ-ით განისაზღვრა, ამ ვაგონების ტექნიკური მახასიათებლებისა და სტრუქტურული შესაძლებლობების გათვალისწინებით.
ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე 25 მაისიდან 6 ივლისის ჩათვლით პერიოდში დაახლოებით 25 ათასი ბილეთი გაიყიდა და დაახლოებით 14 ათასმა ადამიანმა იმგზავრა. მათ შორის თბილისიდან 6.356-მა, ბაქოდან - 4.343-მა, განჯადან - 1.112-მა, ევლახიდან - 808-მ, აღსტაფადან - 520-მა.
მგზავრთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აზერბაიჯანულმა მხარემ აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავ შემადგენლობებს ვაგონები გასულ თვეშიც დაამატა. გარდა ამისა, მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მოძრავ მატარებლებზე ბილეთების გაყიდვის აქტიური პერიოდი 30-დან 90 დღემდე გაიზარდა.
სხვა მეზობელი ქვეყნების მსგავსად, აზერბაიჯანს საქართველოსთანაც ჩაკეტილი აქვს სახმელეთო საზღვარი. შედეგად, აზერბაიჯანში საქართველოდან ჩასვლა მხოლოდ სარკინიგზო და საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ჯერჯერობით ბოლო გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვრის გახსნა 1-ელ ოქტომბრამდე აქვს გადადებული.