https://sputnik-georgia.com/20260707/azerbaijanis-moqalaqes-brali-wauyenes-299517785.html
ნაქირავებ ბინაში 21 წლის ბიძაშვილი გოგონა გაგუდა: აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს
ნაქირავებ ბინაში 21 წლის ბიძაშვილი გოგონა გაგუდა: აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და მის მიმართ... 07.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-07T16:25+0400
2026-07-07T16:25+0400
2026-07-07T16:25+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
აზერბაიჯანი
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_91f74d4d73943216ee13b47f0b32c347.jpg
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აზერბაიჯანის მოქალაქე, 21 წლის ფატიმა კერიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი 26 ივნისს იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მოკლული გოგონას ბიძაშვილი ემინ ალიევია. გამოძიების მიხედვით, 2026 წლის 3 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდში აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევი ფატიმა კარიმოვას უზღუდავდა ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას, უკრძალავდა ოჯახის წევრებთან და მისთვის სასურველ ადამიანებთან კომუნიკაციას, უზღუდავდა სახლიდან გამოსვლისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებას. 25 ივნისს, ღამის დაახლოებით 22:00 საათზე თბილისში, ვარკეთილში, ნაქირავებ ბინაში ემინ ალიევმა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით გაგუდა ფატიმა კარიმოვა. ალიევს ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლით (მკვლელობა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო) დაუსწრებლად წარედგინა, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. გუშინ აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოხატა მზაობა, კერიმოვას მკვლელობის გამოძიებაში დაეხმაროს ქართულ მხარეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კერიმოვა ბიძაშვილმა მხოლოდ იმის გამო გაიმეტა, რომ მისი პირადი ცხოვრება არ მოსწონდა - ახალგაზრდა ქალი ოჯახის წევრებმა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ დანიშნეს, რის შემდეგაც ის საქართველოში შეყვარებულთან ერთად გამოიქცა. მოკლულის ახლობლების თქმით, მალევე ქალი მეგობარმა მამაკაცმა გაქურდა და ქუჩაში დატოვა. მოკლულის ოჯახის ვერსიით, მომხდარის შემდეგ „ოჯახის ღირსების აღდგენის“ მოტივით საქართველოში ფატიმა კერიმოვას ბიძაშვილი ჩამოვიდა, ბინა იქირავა, ქალი საცხოვრებლად თავისთან გადაიყვანა, ბოლოს კი წამებით მოკლა.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_725473523ac65d05af9b8a365609efeb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, აზერბაიჯანი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, აზერბაიჯანი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ნაქირავებ ბინაში 21 წლის ბიძაშვილი გოგონა გაგუდა: აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აზერბაიჯანის მოქალაქე, 21 წლის ფატიმა კერიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი 26 ივნისს იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მოკლული გოგონას ბიძაშვილი ემინ ალიევია.
გამოძიების მიხედვით, 2026 წლის 3 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდში აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევი ფატიმა კარიმოვას უზღუდავდა ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას, უკრძალავდა ოჯახის წევრებთან და მისთვის სასურველ ადამიანებთან კომუნიკაციას, უზღუდავდა სახლიდან გამოსვლისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებას.
„აღნიშნულის გამო ფატიმა კარიმოვა ცდილობდა დაეტოვებინა ემინ ალიევის მიერ ნაქირავები, მათი საერთო საცხოვრებელი ბინა, თუმცა აღნიშნულის საშუალება მას ემინ ალიევისაგან დამოუკიდებლად არ ჰქონდა, ვინაიდან ემინ ალიევი ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს მისი სახლიდან გაშვების, სხვა პირებთან კომუნიკაციისა და კვებასთან დაკავშირებულ საკითხებშიც კი, რითაც ემინ ალიევი ფატიმა კარიმოვასთვის თავისი, როგორც მამაკაცის უპირატესობის დამტკიცებას უკანონოდ ცდილობდა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
25 ივნისს, ღამის დაახლოებით 22:00 საათზე თბილისში, ვარკეთილში, ნაქირავებ ბინაში ემინ ალიევმა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით გაგუდა ფატიმა კარიმოვა.
ალიევს ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლით (მკვლელობა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო) დაუსწრებლად წარედგინა, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
გუშინ აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოხატა მზაობა, კერიმოვას მკვლელობის გამოძიებაში დაეხმაროს ქართულ მხარეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კერიმოვა ბიძაშვილმა მხოლოდ იმის გამო გაიმეტა, რომ მისი პირადი ცხოვრება არ მოსწონდა - ახალგაზრდა ქალი ოჯახის წევრებმა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ დანიშნეს, რის შემდეგაც ის საქართველოში შეყვარებულთან ერთად გამოიქცა. მოკლულის ახლობლების თქმით, მალევე ქალი მეგობარმა მამაკაცმა გაქურდა და ქუჩაში დატოვა.
მოკლულის ოჯახის ვერსიით, მომხდარის შემდეგ „ოჯახის ღირსების აღდგენის“ მოტივით საქართველოში ფატიმა კერიმოვას ბიძაშვილი ჩამოვიდა, ბინა იქირავა, ქალი საცხოვრებლად თავისთან გადაიყვანა, ბოლოს კი წამებით მოკლა.