საქართველოს სკოლებში საგნების ნაწილს ახალი განრიგით შეისწავლიან

© photo: Sputnik / Stringerთბილისის პირველი გიმნაზია
თბილისის პირველი გიმნაზია - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2026
გამოწერა
ახალი სასწავლო ბადის საბოლოო ვერსია ძალაში მისი ოფიციალური დამტკიცების შემდეგ შევა.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. 2026 -2027 სასწავლო წელს საქართველოს სკოლებში მოსწავლეები გარკვეულ საგნებს ახალი საათობრივი ბადით ისწავლიან, შესაბამისი დოკუმენტი სკოლებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უკვე დაეგზავნათ.
დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, წინა წლებისგან განსხვავებით, ქიმიის საგნის სწავლება, მე-8 კლასის ნაცვლად მე-7 კლასიდან დაიწყება. გარდა ამისა, მე-7 კლასიდან ქართულ ენასა და ლიტერატურას მოსწავლეები ცალ-ცალკე საგნებად ისწავლიან.
გარდა ამისა, მე- 7 კლასიდან ცალკე საგნად შეისწავლება საქართველოს ისტორია და მსოფლიოს ისტორია.
ცვლილებები შეეხება დაწყებით კლასებსაც: იგეგმება ქართული ენისა და ლიტერატურისთვის, ასევე მათემატიკისთვის გამოყოფილი საათების რაოდენობის გაზრდა. კიდევ ერთი სიახლე შეეხება მაღალ კლასებს. მე-10 კლასში ისტორიის კურსიდან მსოფლიო ისტორია ამოღებული იქნება. ამის ნაცვლად, მოსწავლეები მხოლოდ საქართველოს ისტორიას შეისწავლიან.
ახალი სასწავლო ბადის საბოლოო ვერსია ძალაში მისი ოფიციალური დამტკიცების შემდეგ შევა.
ივნისში საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმად, ქვეყნის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებული იქნება მოსწავლეებისთვის ერთიანი სახელმძღვანელოები გამოიყენოს. განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ერთიან სახელმძღვანელოებზე სრული გადასვლა 2028/2029 სასწავლო წელს იგეგმება.
საქართველოში 2026 წლიდან განათლების სისტემის რეფორმა დაიწყო, რომლის მთავარი კონცეფცია სკოლებში 12-წლიანი სწავლების ნაცვლად 11-წლიანზე გადასვლაა. ამასთან, საშუალო განათლების ატესტატის მიღების შემდეგ ახალგაზრდებს საკუთარი სურვილით შეეძლებათ დამატებით XII კლასში ისწავლონ. გარდა ამისა, საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოები, ისევე როგორც სკოლის სასწავლო გეგმა, ერთიანი იქნება. კიდევ ერთი სიახლე იქნება საქართველოს საჯარო სკოლებში სავალდებულო სასკოლო ფორმის შემოღება. აღნიშნული სიახლე 2026/2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი სკოლის — პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით — მოსწავლეებს შეეხებათ.
ყველა ახალი ამბავი
0