https://sputnik-georgia.com/20260706/1-seqtembridan-xvauris-dones-specialuri-xelsackoebit-gazomaven-299495048.html
1-ელი სექტემბრიდან ავტომობილების ხმაურის დონეს სპეციალური ხელსაწყოებით გაზომავენ
1-ელი სექტემბრიდან ავტომობილების ხმაურის დონეს სპეციალური ხელსაწყოებით გაზომავენ
Sputnik საქართველო
ხმაურის გაზომვებისთვის გამოყენებული იქნება მოწყობილობები, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს ISO 5130:2019. 06.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-06T18:56+0400
2026-07-06T18:56+0400
2026-07-06T18:56+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250192922_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_2ed2ad0c8dea06ab37d2910be038791b.jpg
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. 1-ელი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე პორტატული მოწყობილობის კომპლექტით შემოწმდება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მართლწესრიგის დაცვის კიდევ უფრო ეფექტურად აღსრულების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება გამოიცა, რომლითაც განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სერტიფიცირებული პორტატული აპარატის მეშვეობით შემოწმების წესი და პირობები. ხმაურის გაზომვებისთვის გამოყენებული იქნება მოწყობილობები, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს ISO 5130:2019.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირებას, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა – 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 20 ქულით შემცირებას, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა – 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 30 ქულით შემცირებას.უწყებაში აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ საგზაო მოძრაობის წესების დაცვის აქტიურ მონიტორინგს და მიიღებენ ზომებს საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250192922_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_316265f7d0db30b5d7de9003308af108.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
1-ელი სექტემბრიდან ავტომობილების ხმაურის დონეს სპეციალური ხელსაწყოებით გაზომავენ
ხმაურის გაზომვებისთვის გამოყენებული იქნება მოწყობილობები, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს ISO 5130:2019.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. 1-ელი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე პორტატული მოწყობილობის კომპლექტით შემოწმდება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მართლწესრიგის დაცვის კიდევ უფრო ეფექტურად აღსრულების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება გამოიცა, რომლითაც განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სერტიფიცირებული პორტატული აპარატის მეშვეობით შემოწმების წესი და პირობები.
ხმაურის გაზომვებისთვის გამოყენებული იქნება მოწყობილობები, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს ISO 5130:2019.
სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის რეგულირებული. დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში – 23:00 საათიდან 08:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირებას, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა – 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 20 ქულით შემცირებას, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა – 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 30 ქულით შემცირებას.
უწყებაში აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ საგზაო მოძრაობის წესების დაცვის აქტიურ მონიტორინგს და მიიღებენ ზომებს საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.