ნარკოდანაშაულთან ბრძოლა: ბრალდებულთა რაოდენობა 5 ათასს მიუახლოვდა

© AP Photo / Matilde Campodonicoსაპატიმრო
საპატიმრო - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2026
გამოწერა
ქვეყანაში ნარკოდანაშაულისთვის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სასჯელია დაწესებული.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 2026 წლის იანვარი-მაისის ჩათვლით პერიოდში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის ბრალდება 4.903 პირს წაუყენა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ცნობით, იანვარში ნარკოდანაშაულისთვის ბრალი 756 პირს წარედგინა, თებერვალში - 1.114-ს, მარტში - 1049-ს, აპრილში - 1027-ს, მაისში - 957-ს.
ბრალდებულთა საერთო რაოდენობიდან 2.376-ს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, 179-ს კი ნარკოტიკებით ვაჭრობა ედება ბრალად.
ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების პრიორიტეტია. ქვეყანაში ნარკოდანაშაულისთვის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სასჯელია დაწესებული. ნარკოტიკებით ვაჭრობა, ასევე მისი ხელშეწყობა ყველაზე მაღალ სასჯელს - სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
საპატიმრო სასჯელი 8-დან 20 წლამდე მერყეობს. გარდა ამისა, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს დამატებითი სასჯელის სახით შეიძლება დაეკისროთ სავალდებულო მკურნალობა.
ნარკომანიით დაავადებულ პირთა იძულებითი მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს და იგი მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში იქნება ძალაში.
ყველა ახალი ამბავი
0