https://sputnik-georgia.com/20260705/narkodanashaulistvis-4-piri-daakaves-299477594.html
ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. 05.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-05T18:49+0400
2026-07-05T18:49+0400
2026-07-05T18:49+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაკავებულებს, რომელთა შორის ერთი თურქეთის და სამი ისრაელის მოქალაქეა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულთა პირადი და ხელბარგის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „მდმა“, „მარიხუანა“ „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“. ნივთმტკიცებად ამოღებულია ასევე, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“. გამოძიება სსკ-ის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულებს, რომელთა შორის ერთი თურქეთის და სამი ისრაელის მოქალაქეა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულთა პირადი და ხელბარგის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „მდმა“, „მარიხუანა“ „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“. ნივთმტკიცებად ამოღებულია ასევე, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.