https://sputnik-georgia.com/20260705/cixeebshi-patimarta-raodenobam-12000-gadaacharba-299472131.html
ახალი რეკორდი: საქართველოში პატიმართა რაოდენობამ 12 ათასს გადააჭარბა
ახალი რეკორდი: საქართველოში პატიმართა რაოდენობამ 12 ათასს გადააჭარბა
Sputnik საქართველო
1-ელი ივნისისთვის პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,31% შეადგინა. 05.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-05T09:52+0400
2026-07-05T09:52+0400
2026-07-05T09:52+0400
საქართველო
სპეციალური პენიტენციური სამსახური
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261448836_15:113:1166:761_1920x0_80_0_0_9597a3669fed647d97c7e9c0526750d7.jpg
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 2026 წლის 1-ელი ივლისისთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 12.135 ადამიანი შეადგინა, რომელთა შორის 57 ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.1-ელი ივნისისთვის პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,31% შეადგინა. ამასთან, მსჯავრდებულთა მესამედი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის, დანარჩენები კი - პირველი ვადით.პატიმრების ძირითადი ნაწილი 18-დან 69 წლამდე მოქალაქეები არიან. მსჯავრდებულთა შორის 157 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 87 პირი. პატიმრების საერთო რაოდენობიდან 76,8%-ს სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები შეადგენენ, დანარჩენები კი განაჩენს ელოდებიან.გარდა ამისა, 2026 წლის 1-ელი მაისის მონაცემებით, საქართველოს 14 ციხეში მხოლოდ 197 თავისუფალი ადგილია დარჩენილი. სამი ციხე უკვე შევსებულია, იქ პატიმრების რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აღემატება.პატიმრების საერთო რაოდენობიდან 14,8% 67 ქვეყნის უცხოელი მოქალაქეა. უცხოელი პატიმრების უმრავლესობა თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და ირანის მოქალაქეები არიან.1-ელი ივნისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში უცხოელი პატიმრებიდან ორი არასრულწლოვანი და 180 ქალი იმყოფებოდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან 619 განაჩენს ელოდება, დანარჩენები კი უკვე იხდიან სასჯელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261448836_301:150:1116:761_1920x0_80_0_0_cf76c2566928e624eec969a388e7b959.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ახალი რეკორდი: საქართველოში პატიმართა რაოდენობამ 12 ათასს გადააჭარბა
1-ელი ივნისისთვის პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,31% შეადგინა.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 2026 წლის 1-ელი ივლისისთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 12.135 ადამიანი შეადგინა, რომელთა შორის 57 ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
1-ელი ივნისისთვის პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,31% შეადგინა. ამასთან, მსჯავრდებულთა მესამედი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის, დანარჩენები კი - პირველი ვადით.
პატიმრების ძირითადი ნაწილი 18-დან 69 წლამდე მოქალაქეები არიან. მსჯავრდებულთა შორის 157 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 87 პირი. პატიმრების საერთო რაოდენობიდან 76,8%-ს სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები შეადგენენ, დანარჩენები კი განაჩენს ელოდებიან.
გარდა ამისა, 2026 წლის 1-ელი მაისის მონაცემებით, საქართველოს 14 ციხეში მხოლოდ 197 თავისუფალი ადგილია დარჩენილი. სამი ციხე უკვე შევსებულია, იქ პატიმრების რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აღემატება.
პატიმრების საერთო რაოდენობიდან 14,8% 67 ქვეყნის უცხოელი მოქალაქეა. უცხოელი პატიმრების უმრავლესობა თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და ირანის მოქალაქეები არიან.
1-ელი ივნისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში უცხოელი პატიმრებიდან ორი არასრულწლოვანი და 180 ქალი იმყოფებოდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან 619 განაჩენს ელოდება, დანარჩენები კი უკვე იხდიან სასჯელს.