შიდა ქართლში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს: დაკავებულია ორი პირი

© press-service of the Ministry of Finance of Georgiaუაქციზო სიგარეტი
უაქციზო სიგარეტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2026
გამოწერა
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა შიდა ქართლში აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვაში ედებათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მაშინ დააკავეს, როდესაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირების სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი გადაჰქონდათ.
პოლიციამ 56.000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0