https://sputnik-georgia.com/20260704/sajaro-skolebsi-pirvelklaselebi-ucxo-enas-arar-iswavlian-299471532.html
საჯარო სკოლებში პირველკლასელები უცხო ენას აღარ ისწავლიან
საჯარო სკოლებში პირველკლასელები უცხო ენას აღარ ისწავლიან
Sputnik საქართველო
აქამდე საჯარო სკოლებში პირველი უცხო ენის - ინგლისურის - სწავლება პირველ კლასში იწყებოდა 04.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-04T18:09+0400
2026-07-04T18:09+0400
2026-07-04T18:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663188_0:317:2992:2000_1920x0_80_0_0_2264b8c406135f0facbc96486e6598fc.jpg
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლების პირველკლასელები უცხო ენას აღარ ისწავლიან, იუწყება ქართული მედია განათლების სამინისტროზე დაყრდნობით.2026/2027 სასწავლო წლამდე საჯარო სკოლის მოსწავლეები პირველ უცხო ენას, ინგლისურს, პირველი კლასიდან სწავლობდნენ, ხოლო მეორე უცხო ენას, რომელსაც სკოლა ირჩევს, მეექვსე კლასიდან.განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ინგლისურის, როგორც პირველი უცხო ენის, შესწავლა მეორე კლასიდან დაიწყება. თუმცა, მეათე კლასში ინგლისური ენის სწავლება გაძლიერდება და საათებიც დაემატება.განათლების ახალი სისტემის თანახმად, საქართველოში სკოლის მოსწავლეები 11 წელს ისწავლიან, მე-12 კლასში სწავლას კი მოსწავლე თავის სურვილით გააგრძელებს. საქართველოში არასრული სასკოლო განათლება, რომელიც პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას იძლევა (მაგალითად, კოლეჯში ჩარიცხვას), მე-10 კლასის დასრულებას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663188_207:0:2874:2000_1920x0_80_0_0_16b12c0c111c9cb6c9f8668d323559f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება
საჯარო სკოლებში პირველკლასელები უცხო ენას აღარ ისწავლიან
აქამდე საჯარო სკოლებში პირველი უცხო ენის - ინგლისურის - სწავლება პირველ კლასში იწყებოდა
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლების პირველკლასელები უცხო ენას აღარ ისწავლიან, იუწყება ქართული მედია განათლების სამინისტროზე დაყრდნობით.
2026/2027 სასწავლო წლამდე საჯარო სკოლის მოსწავლეები პირველ უცხო ენას, ინგლისურს, პირველი კლასიდან სწავლობდნენ, ხოლო მეორე უცხო ენას, რომელსაც სკოლა ირჩევს, მეექვსე კლასიდან.
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ინგლისურის, როგორც პირველი უცხო ენის, შესწავლა მეორე კლასიდან დაიწყება. თუმცა, მეათე კლასში ინგლისური ენის სწავლება გაძლიერდება და საათებიც დაემატება.
განათლების ახალი სისტემის თანახმად, საქართველოში სკოლის მოსწავლეები 11 წელს ისწავლიან, მე-12 კლასში სწავლას კი მოსწავლე თავის სურვილით გააგრძელებს. საქართველოში არასრული სასკოლო განათლება, რომელიც პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას იძლევა (მაგალითად, კოლეჯში ჩარიცხვას), მე-10 კლასის დასრულებას გულისხმობს.