https://sputnik-georgia.com/20260703/rogor-davicvat-tavi-tkipebisgan-specialistebis-rekomendaciebi-299455883.html
როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან: სპეციალისტების რეკომენდაციები
როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან: სპეციალისტების რეკომენდაციები
Sputnik საქართველო
ტკიპები შეიძლება იყოს ისეთი დაავადებების გადამტანი, როგორიცაა ყირიმი-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, ბორელიოზი, ტკიპისმიერი ენცეფალიტი. 03.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-03T16:25+0400
2026-07-03T16:25+0400
2026-07-03T16:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23133/84/231338411_0:227:2838:1823_1920x0_80_0_0_156029972e71db7df9ac035d385c3bc5.jpg
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. თბილი თვეების დადგომასთან ერთად საქართველოში ტკიპების აქტივობა და მათ მიერ გადატანილი ინფექციების რისკი მკვეთრად იზრდება - ინფექციების თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. სამინისტრომ გაავრცელა სპეციალისტების რეკომენდაციები, თუ როგორ დაიცვას თავი მოსახლეობამ ტკიპებისგან. ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე ცვლილების, მათ შორის მაღალი ტემპერატურის, თავის ტკივილის, კბენის ადგილას ქავილის ან სხვა პათოლოგიური ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქეებმა დროულად უნდა მიმართონ ექიმ-ინფექციონისტს. გაზაფხული–ზაფხული ტკიპების აქტივობის ზრდის პერიოდია. ტკიპები შეიძლება იყოს ისეთი დაავადებების გადამტანი, როგორიცაა ყირიმი-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, ბორელიოზი, ტკიპისმიერი ენცეფალიტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23133/84/231338411_54:0:2785:2048_1920x0_80_0_0_0366951e025d48660d0e5a760f34fdf5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან: სპეციალისტების რეკომენდაციები
ტკიპები შეიძლება იყოს ისეთი დაავადებების გადამტანი, როგორიცაა ყირიმი-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, ბორელიოზი, ტკიპისმიერი ენცეფალიტი.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. თბილი თვეების დადგომასთან ერთად საქართველოში ტკიპების აქტივობა და მათ მიერ გადატანილი ინფექციების რისკი მკვეთრად იზრდება - ინფექციების თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
სამინისტრომ გაავრცელა სპეციალისტების რეკომენდაციები, თუ როგორ დაიცვას თავი მოსახლეობამ ტკიპებისგან.
ტკიპებისა და სხვა მწერებისგან თავის დასაცავად სასურველია სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება და ტანსაცმლის შესაბამისი დამუშავება.
ორ თვემდე ასაკის ჩვილებთან მწერების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება არ არის რეკომენდებული.
სპეციალისტები ასევე ურჩევენ მოსახლეობას, მოერიდონ ტყიან და მაღალი ბალახით დაფარულ ადგილებში გადაადგილებას.
ბუნებაში ყოფნის შემდეგ აუცილებელია ტანსაცმლისა და პირადი ნივთების დათვალიერება, ხოლო სახლში დაბრუნებისთანავე შხაპის მიღება. ეს ხელს უწყობს სხეულზე ტკიპის დროულ აღმოჩენას.
სხეულზე ტკიპის აღმოჩენის შემთხვევაში მისი მოცილება უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად მალე, წვრილი დაბოლოების მქონე პინცეტის გამოყენებით. მნიშვნელოვანია, მოჭიდება მოხდეს იმ ადგილას, სადაც ტკიპის პირი ეკვრის ადამიანის კანს.
ტკიპის მოშორების შემდეგ აუცილებელია ნაკბენი ადგილისა და ხელების საფუძვლიანად დამუშავება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე ცვლილების, მათ შორის მაღალი ტემპერატურის, თავის ტკივილის, კბენის ადგილას ქავილის ან სხვა პათოლოგიური ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქეებმა დროულად უნდა მიმართონ ექიმ-ინფექციონისტს.
გაზაფხული–ზაფხული ტკიპების აქტივობის ზრდის პერიოდია. ტკიპები შეიძლება იყოს ისეთი დაავადებების გადამტანი, როგორიცაა ყირიმი-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, ბორელიოზი, ტკიპისმიერი ენცეფალიტი.