https://sputnik-georgia.com/20260703/msoblebis-sayuradrebod-pirvelklaselta-sayoveltao-registracia-dres-sruldeba-299455328.html
მშობლების საყურადღებოდ: პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დღეს სრულდება
მშობლების საყურადღებოდ: პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დღეს სრულდება
Sputnik საქართველო
საქართველოში პირველკლასელთა რეგისტრაცია ხუთ ეტაპად ტარდება. 03.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-03T14:36+0400
2026-07-03T14:36+0400
2026-07-03T14:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0f/249447570_0:103:3000:1791_1920x0_80_0_0_6ee7565ddb638a171cc054367e6abc9c.jpg
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. 2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციის IV ეტაპი დღეს, 24:00 საათზე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. აღნიშნული ეტაპის ფარგლებში ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მისთვის სასურველ საჯარო სკოლაში. პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 15 ივნისიდან განათლების მართვის სისტემის პორტალზე registration.emis.ge მიმდინარეობს. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით სავალდებულოა, მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა რეგისტრაციისას შერჩეულ საჯარო სკოლაში წარადგინოს განცხადება, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. დადგენილ ვადაში დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. საქართველოში პირველკლასელთა რეგისტრაცია ხუთ ეტაპად ტარდება: I ეტაპზე სკოლებში რეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. II ეტაპზე რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა ან და-ძმა სწავლობს იმავე სკოლაში, ან მშობელია სკოლის თანამშრომელი და/ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. III ეტაპი ტერიტორიული პრინციპით ონლაინ-რეგისტრაციაა. IV ეტაპი საყოველთაო ონლაინ-რეგისტრაციაა, V ეტაპზე კი ხორციელდება დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II, III და IV ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). წელს საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების ეტაპამდე, დაემატა მესამე "ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის" ეტაპი, რომლის მიზანს მოსწავლეთათვის საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილთან ახლომდებარე საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობის გაზრდა წარმოადგენს. თბილისის შემთხვევაში მოსწავლეებს უფლება ექნებათ დარეგისტრირდნენ მომიჯნავე სასკოლო უბნის იმ სკოლებშიც, რომლებიც მათი საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულია არაუმეტეს ერთი კილომეტრით. ამასთან, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0f/249447570_238:0:2762:1893_1920x0_80_0_0_68c15727aa546b6c1336a9689394f3fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მშობლების საყურადღებოდ: პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დღეს სრულდება
საქართველოში პირველკლასელთა რეგისტრაცია ხუთ ეტაპად ტარდება.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. 2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციის IV ეტაპი დღეს, 24:00 საათზე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
აღნიშნული ეტაპის ფარგლებში ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მისთვის სასურველ საჯარო სკოლაში.
"განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადები და რეგისტრაციის პროცესი დღეს, 24:00 საათამდე დაასრულონ", - ნათქვამია განცხადებაში.
პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 15 ივნისიდან განათლების მართვის სისტემის პორტალზე registration.emis.ge მიმდინარეობს.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით სავალდებულოა, მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა რეგისტრაციისას შერჩეულ საჯარო სკოლაში წარადგინოს განცხადება, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
დადგენილ ვადაში დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
საქართველოში პირველკლასელთა რეგისტრაცია ხუთ ეტაპად ტარდება: I ეტაპზე სკოლებში რეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. II ეტაპზე რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა ან და-ძმა სწავლობს იმავე სკოლაში, ან მშობელია სკოლის თანამშრომელი და/ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. III ეტაპი ტერიტორიული პრინციპით ონლაინ-რეგისტრაციაა. IV ეტაპი საყოველთაო ონლაინ-რეგისტრაციაა, V ეტაპზე კი ხორციელდება დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II, III და IV ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
წელს საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების ეტაპამდე, დაემატა მესამე "ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის" ეტაპი, რომლის მიზანს მოსწავლეთათვის საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილთან ახლომდებარე საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობის გაზრდა წარმოადგენს.
თბილისის შემთხვევაში მოსწავლეებს უფლება ექნებათ დარეგისტრირდნენ მომიჯნავე სასკოლო უბნის იმ სკოლებშიც, რომლებიც მათი საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულია არაუმეტეს ერთი კილომეტრით.
ამასთან, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.