https://sputnik-georgia.com/20260703/barebis-mseneblobistvis-fulis-mitviseba-dakavebulebs-at-ati-weli-miusajes-299462139.html
ბაღების რეაბილიტაციის ფულის მითვისების ბრალდებით დაკავებულებს 10-10 წელი მიუსაჯეს
ბაღების რეაბილიტაციის ფულის მითვისების ბრალდებით დაკავებულებს 10-10 წელი მიუსაჯეს
Sputnik საქართველო
ამავე საქმეზე გასულ წელს დააკავეს ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია. 03.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-03T20:47+0400
2026-07-03T20:47+0400
2026-07-03T20:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
თბილისის საქალაქო სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საბავშვო ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებულ საქმეზე კომპანია "ლაგი კაპიტალის" მფლობელებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სასამართლომ დაკავებულები წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტებზე ცნო დამნაშავედ. ბრალდებულებმა 2023 წელს შპს "ლაგი კაპიტალის" მეშვეობით გაიმარჯვეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში, რომელთა საერთო ღირებულება 94,5 მლნ ლარს შეადგენდა. ტენდერები ჩოხატაურის, ოზურგეთის, მცხეთის, ნინოწმინდის, დედოფლისწყაროს, გორისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში 30 საბავშვო ბაღის პროექტირება- მშენებლობას ითვალისწინებდა. დღეის მდგომარეობით, არცერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა. უწყების ცნობით, ტენდერებში გასამარჯვებლად ბრალდებულებმა სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად კომპანია "ლაგი კაპიტალის" სამუშაო გამოცდილების შესახებ ყალბი აუდიტორული დასკვნა დაამზადეს და წარადგინეს. "ტენდერებში გამარჯვების შემდეგ ბრალდებულებმა ვითომდა ბაღების სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად მუნიციპალური განვითარების ფონდისგან საავანსო თანხების ჩარიცხვა მოითხოვეს და მიიღეს, ისე რომ ძირითად შემთხვევაში ჯერ კიდევ არ ჰქონდათ საბავშვო ბაღების მშენებლობის პროექტი დამტკიცებული", - ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნული შედეგად ბრალდებულები ფონდისგან თაღლითურად დაეუფლნენ 9,3 მლნ ლარს, ხოლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები არ შეუსრულებიათ. პროკურატურის ცნობით, თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად ბრალდებულებმა 1,2 მლნ ლარი სრულად გადარიცხეს მათ საკუთრებაში არსებული სხვა კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე, თითქოსდა გასაწევი მომსახურების ავანსის მიზნობრიობით, რაც შემდგომში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენეს, მათ შორის სესხების დასაფარად, რითაც საბოლოოდ დანაშაულებრივად დაუფლებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა ლეგალურ ფინანსურ სისტემაში გაუშვეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 194-ე და 362-ე მუხლებით და სასჯელის სახედ და ზომად 10 - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. "ლაგი კაპიტალის" წარმომადგენლები გასული წლის სექტემბერში დააკავეს. ამავე საქმეზე გასულ წელს დააკავეს ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია. გაბუნიას, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი იყო, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად. ასევე ამავე საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ დირექტორს, დავით ტაბიძეს. მან სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. გამოძიების თანახმად, საქმის ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლშიც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლო
ბაღების რეაბილიტაციის ფულის მითვისების ბრალდებით დაკავებულებს 10-10 წელი მიუსაჯეს
ამავე საქმეზე გასულ წელს დააკავეს ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საბავშვო ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებულ საქმეზე კომპანია "ლაგი კაპიტალის" მფლობელებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასამართლომ დაკავებულები წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტებზე ცნო დამნაშავედ.
ბრალდებულებმა 2023 წელს შპს "ლაგი კაპიტალის" მეშვეობით გაიმარჯვეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში, რომელთა საერთო ღირებულება 94,5 მლნ ლარს შეადგენდა. ტენდერები ჩოხატაურის, ოზურგეთის, მცხეთის, ნინოწმინდის, დედოფლისწყაროს, გორისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში 30 საბავშვო ბაღის პროექტირება- მშენებლობას ითვალისწინებდა. დღეის მდგომარეობით, არცერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა.
უწყების ცნობით, ტენდერებში გასამარჯვებლად ბრალდებულებმა სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად კომპანია "ლაგი კაპიტალის" სამუშაო გამოცდილების შესახებ ყალბი აუდიტორული დასკვნა დაამზადეს და წარადგინეს.
"ტენდერებში გამარჯვების შემდეგ ბრალდებულებმა ვითომდა ბაღების სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად მუნიციპალური განვითარების ფონდისგან საავანსო თანხების ჩარიცხვა მოითხოვეს და მიიღეს, ისე რომ ძირითად შემთხვევაში ჯერ კიდევ არ ჰქონდათ საბავშვო ბაღების მშენებლობის პროექტი დამტკიცებული", - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული შედეგად ბრალდებულები ფონდისგან თაღლითურად დაეუფლნენ 9,3 მლნ ლარს, ხოლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები არ შეუსრულებიათ.
პროკურატურის ცნობით, თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად ბრალდებულებმა 1,2 მლნ ლარი სრულად გადარიცხეს მათ საკუთრებაში არსებული სხვა კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე, თითქოსდა გასაწევი მომსახურების ავანსის მიზნობრიობით, რაც შემდგომში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენეს, მათ შორის სესხების დასაფარად, რითაც საბოლოოდ დანაშაულებრივად დაუფლებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა ლეგალურ ფინანსურ სისტემაში გაუშვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 194-ე და 362-ე მუხლებით და სასჯელის სახედ და ზომად 10 - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
"ლაგი კაპიტალის" წარმომადგენლები გასული წლის სექტემბერში დააკავეს. ამავე საქმეზე გასულ წელს დააკავეს ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია. გაბუნიას, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი იყო, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.
ასევე ამავე საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ დირექტორს, დავით ტაბიძეს. მან სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.
გამოძიების თანახმად, საქმის ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლშიც.