https://sputnik-georgia.com/20260702/saqartvelodan-kidev-126-aralegali-gaazeves-299444783.html
საქართველოდან კიდევ 126 არალეგალი გააძევეს
საქართველოდან კიდევ 126 არალეგალი გააძევეს
Sputnik საქართველო
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. 02.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-02T15:50+0400
2026-07-02T15:50+0400
2026-07-02T15:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/11/297187037_45:0:1236:670_1920x0_80_0_0_122e18fe22a18e1b6837e92cdbfedfb7.jpg
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ქვეყნიდან გაძევებულია თურქეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, რუსეთის, უზბეკეთის, ვიეტნამის, ნიგერიის, იორდანიის, ბურუნდის, სუდანის, ჩინეთის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, ლიბანის, მოლდოვას, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 126 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო. მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2036 უცხოელი არალეგალი გააძევეს საქართველოდან, რაც გასული წლის ჯამურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ძალაში შევიდა "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული ცალკეული რეგულაციები. ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებებმა ერთგვარი პრევენციული ხასიათის დატვირთვა მიიღო, რამაც საქართველოში მყოფი უცხოელი არალეგალების მხრიდან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება გამოიწვია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველო ნებაყოფლობით უკვე 2 ათასზე მეტმა უცხოელმა არალეგალმა დატოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/11/297187037_194:0:1087:670_1920x0_80_0_0_e981fd8d909622e8db803786812f9d21.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოდან კიდევ 126 არალეგალი გააძევეს
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვეყნიდან გაძევებულია თურქეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, რუსეთის, უზბეკეთის, ვიეტნამის, ნიგერიის, იორდანიის, ბურუნდის, სუდანის, ჩინეთის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, ლიბანის, მოლდოვას, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 126 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო.
მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2036 უცხოელი არალეგალი გააძევეს საქართველოდან, რაც გასული წლის ჯამურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.
2026 წლის 1-ელი ივლისიდან ძალაში შევიდა "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული ცალკეული რეგულაციები.
ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებებმა ერთგვარი პრევენციული ხასიათის დატვირთვა მიიღო, რამაც საქართველოში მყოფი უცხოელი არალეგალების მხრიდან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება გამოიწვია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველო ნებაყოფლობით უკვე 2 ათასზე მეტმა უცხოელმა არალეგალმა დატოვა.