თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს: ამოღებულია 7 კილოგრამამდე ნარკოტიკი

© photo: Sputnik / Andranik Kazaryanლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2026
გამოწერა
გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - 7 კილოგრამამდე ნარკოტიკი და 46 ლიტრი ნარკოტიკის შემცველი სითხე ამოიღეს.
კერძოდ, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ე.წ. ნარკოლაბორატორიაში, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებისა და პრეკურსორების გამოყენებით ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 41 ლიტრი "ალფა პვპ"-ს შემცველი სითხე, 5 კილოგრამამდე ,,მეფედრონი" , ასევე 5 ლიტრი ,,მეფედრონის" შემცველი სითხე და 2 კილოგრამამდე ,,ალფა პვპ".
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისათვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0