https://sputnik-georgia.com/20260702/ertiani-erovnuli-gamocdebi-299438534.html
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
Sputnik საქართველო
წელს გამოცდების ჩასაბარებლად 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა 02.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-02T09:36+0400
2026-07-02T09:36+0400
2026-07-02T09:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23687/88/236878807_0:91:1595:988_1920x0_80_0_0_75d068cee456a5eb91af0ae39e095657.jpg
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოში 2 ივლისს 9:00 საათზე ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, იუწყება გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი.მისაღებ გამოცდებს 22 ივლისს ფიზიკის გამოცდა დაასრულებს. 2026 წელს გამოცდების ჩასაბარებლად 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.თბილისში ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება 39-ე, 103-ე, 147-ე, 160-ე, 175-ე, 177-ე, 181-ე და 191-ე საჯარო სკოლებში, რომელთა მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდა. მუნიციპალური ავტობუსები გავლენ შემდეგი მეტროს სადგურების მიმდებარე ტერიტორიებიდან: „ახმეტელის თეატრი“, „დიდუბე“, „სამგორი“ (ზედა გასასვლელი).წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სწავლას უფასოდ შეძლებენ. ის აბიტურიენტები, ვისაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქულები დააკლდებათ, სურვილისამებრ კოლეჯში პროფესიულ პროგრამაზე ჩაირიცხებიან.გარდა ამისა, საბაკალავრო პროგრამების უმრავლესობა სამწლიანი გახდა.გამოცდების განრიგი:ქართული ენა და ლიტერატურა2 ივლისი (პირველი და მეორე სესია)3 ივლისი (პირველი და მეორე სესია)2 ივლისი (პირველი სესია)– ოსური ენაუცხო ენა6 ივლისი (პირველი და მეორე სესია)– ინგლისური ენა7 ივლისი (პირველი და მეორე სესია)– ინგლისური ენა8 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა8 ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა8 ივლისი (პირველი სესია) – ფრანგული ენამათემატიკა10 ივლისი (პირველი და მეორე სესია)ისტორია13 ივლისი (პირველი და მეორე სესია)14 ივლისი (პირველი სესია)ქიმია15 ივლისი (მეორე სესია)სამოქალაქო განათლება15 ივლისი (პირველი სესია)ბიოლოგია16 ივლისი (პირველი სესია)ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე)17 ივლისი (პირველი სესია)ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე)17 ივლისი (პირველი სესია)სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება17 ივლისი (პირველი სესია)გეოგრაფია20 ივლისი (მეორე სესია)ლიტერატურა21 ივლისი (პირველი სესია)ფიზიკა22 ივლისი (პირველი სესია)ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესებიაბიტურიენტებს სამი საგნის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა, ერთი უცხო ენა (სავალდებულო) და ერთი არჩევითი საგანი (ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება).საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.აბიტურიენტები ზოგად უნარებს სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე აბარებენ 3+1 პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, რომელიც სპეციალობაზე გადასვლამდე ქართული ენის შემსწავლელ ერთწლიან პროგრამას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23687/88/236878807_0:0:1317:988_1920x0_80_0_0_b90f87f1ae0279f681e98c6bcc9ca391.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
წელს გამოცდების ჩასაბარებლად 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოში 2 ივლისს 9:00 საათზე ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, იუწყება გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი.
მისაღებ გამოცდებს 22 ივლისს ფიზიკის გამოცდა დაასრულებს. 2026 წელს გამოცდების ჩასაბარებლად 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
თბილისში ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება 39-ე, 103-ე, 147-ე, 160-ე, 175-ე, 177-ე, 181-ე და 191-ე საჯარო სკოლებში, რომელთა მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდა. მუნიციპალური ავტობუსები გავლენ შემდეგი მეტროს სადგურების მიმდებარე ტერიტორიებიდან: „ახმეტელის თეატრი“, „დიდუბე“, „სამგორი“ (ზედა გასასვლელი).
წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სწავლას უფასოდ შეძლებენ. ის აბიტურიენტები, ვისაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქულები დააკლდებათ, სურვილისამებრ კოლეჯში პროფესიულ პროგრამაზე ჩაირიცხებიან.
გარდა ამისა, საბაკალავრო პროგრამების უმრავლესობა სამწლიანი გახდა.
ქართული ენა და ლიტერატურა
2 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
3 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
2 ივლისი (პირველი სესია)– ოსური ენა
6 ივლისი (პირველი და მეორე სესია)– ინგლისური ენა
7 ივლისი (პირველი და მეორე სესია)– ინგლისური ენა
8 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა
8 ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა
8 ივლისი (პირველი სესია) – ფრანგული ენა
10 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
13 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
14 ივლისი (პირველი სესია)
15 ივლისი (პირველი სესია)
16 ივლისი (პირველი სესია)
ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე)
17 ივლისი (პირველი სესია)
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე)
17 ივლისი (პირველი სესია)
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
17 ივლისი (პირველი სესია)
21 ივლისი (პირველი სესია)
22 ივლისი (პირველი სესია)
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესები
აბიტურიენტებს სამი საგნის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა, ერთი უცხო ენა (სავალდებულო) და ერთი არჩევითი საგანი (ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება).
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
აბიტურიენტები ზოგად უნარებს სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე აბარებენ 3+1 პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, რომელიც სპეციალობაზე გადასვლამდე ქართული ენის შემსწავლელ ერთწლიან პროგრამას ითვალისწინებს.