ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი: პირველმა პირებმა აბიტურიენტებს წარმატება უსურვეს

© Parliament of Georgiaგივი მიქანაძე
გივი მიქანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2026
გამოწერა
საგამოცდო ცენტრები გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს პირველმა პირებმა 2 ივლისს უნივერსიტეტებში ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტებს მიმართეს.
აბიტურიენტებს სამი საგნის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა, ერთი უცხო ენა (სავალდებულო) და ერთი არჩევითი საგანი (ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება).
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისამდე გაგრძელდება.
„დარწმუნებული ვარ, თქვენი მრავალწლიანი შრომა და ძალისხმევა შესაბამის შედეგს გამოიღებს. მჯერა, ყველა გამოცდას წარმატებით ჩააბარებთ, რაც კიდევ უფრო დაგაახლოებთ თქვენს მიზნებთან“,– აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
მისი თქმით, განათლებული ახალგაზრდობა უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია და სწორედ ახალგაზრდებმა უნდა გადაიბარონ ქვეყნის მართვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამოცდებს ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი უწოდა.
„თქვენს ცხოვრებაში იწყება მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც არა მხოლოდ ცოდნისა და შესაძლებლობების გამოცდაა, არამედ მომავლისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯიც“, - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
თავის მხრივ, განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პირობა დადო, რომ ჩაბარების შემდეგ აბიტურიენტები საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას შეძლებენ.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი და კომფორტული აკადემიური გარემო, სადაც საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეძლებთ“, - განაცხადა მიქანაძემ.
საგამოცდო ცენტრები გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. 2026 წელს გამოცდების ჩასაბარებლად 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სწავლას უფასოდ შეძლებენ. ის აბიტურიენტები, ვისაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქულები დააკლდებათ, სურვილისამებრ კოლეჯში პროფესიულ პროგრამაზე ჩაირიცხებიან.
გარდა ამისა, საბაკალავრო პროგრამების უმრავლესობა სამწლიანი გახდა.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0