აჭარაში თაღლითობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, კიდევ ორს კი ბრალი წარედგინა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2026
გამოწერა
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, უცხო ქვეყნის კიდევ ორ მოქალაქეს კი ბრალი წარედგინა - ერთ-ერთს დაუსწრებლად, ერთს კი პენიტენციურ დაწესებულებაში, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი რეკლამისა და ფიქტიური ხელშეკრულებების გამოყენებით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ.
კერძოდ, დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და კონკრეტული როლები გადაინაწილეს.
"ბრალდებულები აჭარის რეგიონში მშენებლობა-რემონტით დაინტერესებულ პირებს შესაბამისი სამუშაოების შესრულებას მოტყუებით სთავაზობდნენ, დაზარალებულებისგან თანხებს წინასწარ იღებდნენ, თუმცა ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 428.250 აშშ დოლარი, 10.100 ლარი და 400 ათასი სომხური დრამი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0