ვეტერინარულ აფთიაქში ვადაგასული პრეპარატები გამოავლინეს

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკში პრეპარატი
 პრეპარატი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2026
გამოწერა
ვადაგასული პრეპარატები სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარის რეგიონში ერთ-ერთ ვეტერინარულ აფთიაქში ვადაგასული პრეპარატები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, ვადაგასული პრეპარატები აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გეგმური ინსპექტირებისას დაბა ჩაქვში, თამარ მეფის ქუჩა N34-ში მდებარე ვეტერინარულ აფთიაქში გამოავლინეს. ამოღებულია ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება პიხტის მალამო, ანტიმიკრობული, სადეზინფექციო იოდზეფის ხსნარი და ანტიპარაზიტული საინიექციო ხსნარი prius.
სააგენტოს ცნობით, ვადაგასული პრეპარატები სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.
შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტკლინიკების, ვეტაფთიაქებისა და ზოომაღაზიების კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
უწყება მოუწოდებს ბიზნეს-ოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, დაიცვან პრეპარატების რეალიზაციის ვადები და შენახვის პირობები.
ყველა ახალი ამბავი
0