https://sputnik-georgia.com/20260701/universitetebis-nawili-sheizleba-rustavshi-gadaitanon-299434832.html
თბილისის უმაღლესი სასწავლებლების ნაწილმა შეიძლება მისამართი შეიცვალოს
თბილისის უმაღლესი სასწავლებლების ნაწილმა შეიძლება მისამართი შეიცვალოს
Sputnik საქართველო
2025 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების... 01.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-01T19:00+0400
2026-07-01T19:00+0400
2026-07-01T19:00+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24775/12/247751242_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_50bcae9774f18006082e6c2c95c840e3.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების ნაწილი, შესაძლოა, თბილისსა და რუსთავს შორის მშენებარე საუნივერსიტეტო ქალაქში გადაიტანონ, განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.რუსთავი თბილისიდან ნახევარი საათის სავალზე მდებარე ქალაქია. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ქალაქებს შორის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლები განთავსდებოდა.თუ რომელი უნივერსიტეტები გადავა და რა ბედი ეწევა მათ ამჟამინდელ შენობებს, მინისტრს არ დაუკონკრეტებია. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადატანა არ შეეხება სახელმწიფო უნივერსიტეტების იმ შენობებს, რომლებსაც კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა აქვთ.„ეს შენობა-ნაგებობები აუცილებლად შენარჩუნდება. ისინი სრულად რესტავრირდება და უნივერსიტეტების გარკვეული ნაწილი ამ ინფრასტრუქტურაში გააგრძელებს ფუნქციონირებას, ისევე როგორც დღეს“, – განაცხადა მიქანაძემ.სასწავლო კორპუსების გარდა, ახალ ქალაქში თანამედროვე საგანმანათლებლო და გასართობი ინფრასტრუქტურა, ასევე სპორტულ-რეკრეაციული კომპლექსები მოეწყობა.2025 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ სტუდენტური რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე 50.000 ჰექტარზე აშენდებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი კამპუსის აშენება ქუთაისში, ძველი პარლამენტის შენობის გვერდით იგეგმება.მუნიციპალური განვითარების ფონდის მონაცემებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ აღნიშნულ არეალში მოქცეული უძრავი ქონებები უკვე შეფასდა. ამ ეტაპზე, ფონდის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, უძრავი ქონებების კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდვის პროცედურები მიმდინარეობს.სტუდენტური კამპუსებისა და საერთო საცხოვრებლების მშენებლობის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ 2022 წლის შემდეგ დადგა: რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები, რომლებიც თბილისში – სადაც უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობაა თავმოყრილი – ქირის მაღალ ფასებს შეეჯახნენ, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24775/12/247751242_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_8377a28c87c380a726276f14d1ef7c85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის უმაღლესი სასწავლებლების ნაწილმა შეიძლება მისამართი შეიცვალოს
2025 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების გადაწყვეტილება მიიღო.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების ნაწილი, შესაძლოა, თბილისსა და რუსთავს შორის მშენებარე საუნივერსიტეტო ქალაქში გადაიტანონ, განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.
რუსთავი თბილისიდან ნახევარი საათის სავალზე მდებარე ქალაქია. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ქალაქებს შორის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლები განთავსდებოდა.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ მიწების ნაწილი მოსახლეობისგან უკვე გამოსყიდულია. მოსახლეობასთან მოლაპარაკებები ყოველდღიურად მიმდინარეობს, რაც გვაძლევს აბსოლუტურ წარმოდგენას იმის შესახებ, რომ გეგმის მიხედვით ეს პროცესი უწყვეტად გრძელდება. რამდენიმე წელიწადში თბილისსა და რუსთავს შორის სრულიად ახალი სტუდენტური საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა გაჩნდება, სადაც ძირითადი სახელმწიფო უნივერსიტეტები გადავა“, – განაცხადა მიქანაძემ.
თუ რომელი უნივერსიტეტები გადავა და რა ბედი ეწევა მათ ამჟამინდელ შენობებს, მინისტრს არ დაუკონკრეტებია. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადატანა არ შეეხება სახელმწიფო უნივერსიტეტების იმ შენობებს, რომლებსაც კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა აქვთ.
„ეს შენობა-ნაგებობები აუცილებლად შენარჩუნდება. ისინი სრულად რესტავრირდება და უნივერსიტეტების გარკვეული ნაწილი ამ ინფრასტრუქტურაში გააგრძელებს ფუნქციონირებას, ისევე როგორც დღეს“, – განაცხადა მიქანაძემ.
სასწავლო კორპუსების გარდა, ახალ ქალაქში თანამედროვე საგანმანათლებლო და გასართობი ინფრასტრუქტურა, ასევე სპორტულ-რეკრეაციული კომპლექსები მოეწყობა.
„მშენებლობის ზუსტი ვადების დასახელება ჯერჯერობით რთულია – ყველაფერი ტენდერის შედეგებსა და პროექტის განხორციელების მიმდინარეობაზე იქნება დამოკიდებული. მაგრამ, ვფიქრობ, სამუშაოები შეიძლება უკვე მომავალ წელს დაიწყოს“, – აღნიშნა მინისტრმა.
2025 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ სტუდენტური რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე 50.000 ჰექტარზე აშენდებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი კამპუსის აშენება ქუთაისში, ძველი პარლამენტის შენობის გვერდით იგეგმება.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მონაცემებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ აღნიშნულ არეალში მოქცეული უძრავი ქონებები უკვე შეფასდა. ამ ეტაპზე, ფონდის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, უძრავი ქონებების კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდვის პროცედურები მიმდინარეობს.
სტუდენტური კამპუსებისა და საერთო საცხოვრებლების მშენებლობის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ 2022 წლის შემდეგ დადგა: რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები, რომლებიც თბილისში – სადაც უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობაა თავმოყრილი – ქირის მაღალ ფასებს შეეჯახნენ, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავდნენ.