https://sputnik-georgia.com/20260701/mshoblebi-bavshvebs-matxovrobas-aizulebdnen-299430768.html
მშობლები არასრულწლოვან შვილებს ბათუმში მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ: დაკავებულია 3 ქალი
მშობლები არასრულწლოვან შვილებს ბათუმში მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ: დაკავებულია 3 ქალი
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისცენტრებში არიან განთავსებულნი. 01.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-01T14:50+0400
2026-07-01T14:50+0400
2026-07-01T14:50+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324234_0:131:2501:1537_1920x0_80_0_0_75b1d772a73687e7451148cfb3ad566c.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყებს ცნობით, ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს - აღნიშნულ პირებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ტრეფიკინგის გეგმა შეიმუშავეს, რომელშიც საკუთარი არასრულწლოვანი შვილები ჩართეს. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არა ერთი მტკიცებულება მოიპოვეს. ამ ეტაპზე დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისცენტრებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სსკ-ის 143-ე სეკუნდა მუხლით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324234_138:0:2361:1667_1920x0_80_0_0_c248a7ebbd0d2e194dd98ed50e126518.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
მშობლები არასრულწლოვან შვილებს ბათუმში მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ: დაკავებულია 3 ქალი
ამ ეტაპზე დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისცენტრებში არიან განთავსებულნი.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებს ცნობით, ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს - აღნიშნულ პირებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ტრეფიკინგის გეგმა შეიმუშავეს, რომელშიც საკუთარი არასრულწლოვანი შვილები ჩართეს.
„ბრალდებულები არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით ბათუმში ტურისტულ ადგილებსა და სხვა ტერიტორიაზე მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ. ასევე დგინდება, რომ შეგროვილ თანხას ბრალდებულები ისაკუთრებდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არა ერთი მტკიცებულება მოიპოვეს.
ამ ეტაპზე დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისცენტრებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სსკ-ის 143-ე სეკუნდა მუხლით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.