იმოგზაურე, შექმენი კონტენტი და გახდი გამარჯვებული: „გამომყევი აჭარაში“ დაიწყო

© Ajara Tourism Departmentმაღალმთიანი აჭარა
მაღალმთიანი აჭარა - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2026
გამოწერა
აღნიშნული პროექტი თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს ჩაერთოს პროექტში, აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიაროს გამომწერებს, რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა და გახდეს პროექტის გამარჯვებული.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აჭარის რეგიონში სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში" დაიწყო, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კამპანია „გამომყევი აჭარაში" რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება. კამპანიის მიზანი წინა წლების მსგავსად, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.
უწყება ქართველ ინფლუენსერებს, კონტენტ-კრეატორებს, ფოტოგრაფ-ვიდეოგრაფებსა და მოგზაურებს მოუწოდებს კამპანიაში ჩაერთონ და რეგიონში იმოგზაურონ.
კამპანიაში მონაწილეობა ვებგვერდზე followajara.ge. ონლაინ-რეგისტრაციით არის შესაძლებელი - რეგისტრაციის გავლის შემდეგ მონაწილეს შემთხვევითობის პრინციპით მოუწევს „სამოგზაურო პაკეტი“, რომელშიც წინასწარაა განსაზღვრული აჭარაში მონაწილის მიერ გადასაღები სამთო და საზღვაო ტურისტული ადგილები/ობიექტები.
„გამომყევი აჭარაში“ თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს ჩაერთოს პროექტში, აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიაროს გამომწერებს, რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა და გახდეს პროექტის გამარჯვებული.
გასულ წელს, მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტ -კრეატორებმა რეგიონში ორი თვის განმავლობაში იმოგზაურეს და ასიათასობით შიდა ტურისტს გააცნეს აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები. 2023-ში კამპანიამ „გამომყევი აჭარაში" სოციალურ ქსელებში 100 მილიონი, 2024 წელს - 240 მილიონზე მეტი, 2025 წელს კი - 500 მილიონზე მეტი წვდომა (reach) დააგროვა.
უწყების ცნობით, კამპანიის მთავარი პრიზი წელს 150 ათასი ლარი იქნება. მის მოსაგებად აუცილებელია, მონაწილემ კამპანიის პერიოდში აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტებით, ვიდეოებითა და რილსებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა (Reach), რაც ჯამში უნდა აღემატებოდეს 20 მილიონ წვდომას.
გარდა მთავარი პრიზისა, რომელსაც მიიღებს პირველ ადგილზე გასული ინფლუენსერი, ფულადი საჩუქრები და პრიზები იქნება გათვალისწინებული წვდომების მიხედვით პირველ სამეულში მოხვედრილი ინფლუენსერებისთვისაც.
ყველა ახალი ამბავი
0