https://sputnik-georgia.com/20260701/avalianis-mkvlelobis-saqmeze-giorgi-malania-daakaves-299436260.html
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე გიორგი მალანია დააკავეს
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე გიორგი მალანია დააკავეს
Sputnik საქართველო
გიგა ავალიანის საქმეზე ჯამში ხუთი არასრულწლოვანი პირია მსჯავრდადებული, მათ შორის ერთი გოგონა. რაც შეეხება დაკავებულ გიორგი მალანიას, იგი საქმეში რიგით მეექვსე... 01.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-01T19:55+0400
2026-07-01T19:55+0400
2026-07-01T19:55+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
თბილისი,1 ივლისი - Sputnik. 28 წლის მასწავლებლისა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი, გიორგი მალანია დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.სამართალდამცველებმა გურიის რეგიონში, კერძოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად აღნიშნული პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიების ცნობით, ბრალდებული ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით და თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.გამოძიება სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული პირი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანიაა.გიგა ავალიანის გარდაცვალებამ ქართული საზოგადოება შეძრა. თავის არეში მიყენებული მძიმე ტრავმის გამო ავალიანი სამი კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და 2025 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. ძალადობის პროცესი თავდამსხმელებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს.გამოძიების ცნობით, ძალადობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. მკვლელობაში მსჯავრდებულმა ალექსანდრე გაბაშვილმა ავალიანზე თავისი შეყვარებული გოგონას გამო იეჭვიანა, რომელიც მასთან მათემატიკაში მეცადინეობდა.ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცხადებით, მალანიამ დააჩქარა მკვლელობა და უშუალო მითითებებს აძლევდა შემსრულებლებს. პროკურატურის ინფორმაციით, მანამდე იგი მხოლოდ მოწმის სახით, მამის თანდასწრებით იყო გამოკითხული, ხოლო მის ტელეფონზე ტექნოლოგიური ექსპერტიზა იყო დანიშნული.როგორც საქმის პროკურორმა, ქეთი სონიძემ რამდენიმე დღის წინ ოპოზიციურ ტელეკომპანია „პირველებთან" განაცხადა, გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, სწორედ გიორგი მალანიამ მისცა გიგა ავალიანის მისამართი მკვლელობაში მსჯავრდებულ ალექსანდრე გაბაშვილს.გიგა ავალიანის საქმეზე ჯამში ხუთი არასრულწლოვანი პირია მსჯავრდადებული, მათ შორის ერთი გოგონა:თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადების ბრალდებით დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს 13 წლით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ანი ნასყიდაშვილს, რომელსაც დანაშაულის მომზადება და ჩადენის ფაქტის დაფარვა/შეუტყობინებლობა ედება ბრალად - 7 წელი. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, მათ სასჯელის 1/4 ჩამოაკლდათ. შესაბამისად, დემეტრე ჩიქოვანი ციხეში 9 წელსა და 9 თვეს გაატარებს, ანი ნასყიდაშვილი — 5 წელსა და 3 თვეს. ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით პატიმრობა მიესაჯათ. სასჯელი მათაც 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებენ.1-ელ ივნისს დამნაშავედ ცნეს და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს, რომელსაც ასევე ჩამოაკლდა 1/4 და საბოლოოდ პატიმრობა 3 წლით განესაზღვრა.რაც შეეხება დაკავებულ გიორგი მალანიას, იგი საქმეში რიგით მეექვსე ფიგურანტია, რომლის მიმართაც სასამართლო განაჩენი ჯერ არ გამოტანილა და მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე გიორგი მალანია დააკავეს
გიგა ავალიანის საქმეზე ჯამში ხუთი არასრულწლოვანი პირია მსჯავრდადებული, მათ შორის ერთი გოგონა. რაც შეეხება დაკავებულ გიორგი მალანიას, იგი საქმეში რიგით მეექვსე ფიგურანტია, რომლის მიმართაც სასამართლო განაჩენი ჯერ არ გამოტანილა და მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი,1 ივლისი - Sputnik. 28 წლის მასწავლებლისა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი, გიორგი მალანია დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამართალდამცველებმა გურიის რეგიონში, კერძოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად აღნიშნული პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებული ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით და თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.
გამოძიება სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული პირი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანიაა.
გიგა ავალიანის გარდაცვალებამ ქართული საზოგადოება შეძრა. თავის არეში მიყენებული მძიმე ტრავმის გამო ავალიანი სამი კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და 2025 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. ძალადობის პროცესი თავდამსხმელებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს.
გამოძიების ცნობით, ძალადობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. მკვლელობაში მსჯავრდებულმა ალექსანდრე გაბაშვილმა ავალიანზე თავისი შეყვარებული გოგონას გამო იეჭვიანა, რომელიც მასთან მათემატიკაში მეცადინეობდა.
ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცხადებით, მალანიამ დააჩქარა მკვლელობა და უშუალო მითითებებს აძლევდა შემსრულებლებს. პროკურატურის ინფორმაციით, მანამდე იგი მხოლოდ მოწმის სახით, მამის თანდასწრებით იყო გამოკითხული, ხოლო მის ტელეფონზე ტექნოლოგიური ექსპერტიზა იყო დანიშნული.
როგორც საქმის პროკურორმა, ქეთი სონიძემ რამდენიმე დღის წინ ოპოზიციურ ტელეკომპანია „პირველებთან" განაცხადა, გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, სწორედ გიორგი მალანიამ მისცა გიგა ავალიანის მისამართი მკვლელობაში მსჯავრდებულ ალექსანდრე გაბაშვილს.
გიგა ავალიანის საქმეზე ჯამში ხუთი არასრულწლოვანი პირია მსჯავრდადებული, მათ შორის ერთი გოგონა:
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადების ბრალდებით დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს 13 წლით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ანი ნასყიდაშვილს, რომელსაც დანაშაულის მომზადება და ჩადენის ფაქტის დაფარვა/შეუტყობინებლობა ედება ბრალად - 7 წელი. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, მათ სასჯელის 1/4 ჩამოაკლდათ. შესაბამისად, დემეტრე ჩიქოვანი ციხეში 9 წელსა და 9 თვეს გაატარებს, ანი ნასყიდაშვილი — 5 წელსა და 3 თვეს.
ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით პატიმრობა მიესაჯათ. სასჯელი მათაც 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებენ.
1-ელ ივნისს დამნაშავედ ცნეს და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს, რომელსაც ასევე ჩამოაკლდა 1/4 და საბოლოოდ პატიმრობა 3 წლით განესაზღვრა.
რაც შეეხება დაკავებულ გიორგი მალანიას, იგი საქმეში რიგით მეექვსე ფიგურანტია, რომლის მიმართაც სასამართლო განაჩენი ჯერ არ გამოტანილა და მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.