პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყანაში სიძულვილის ენასთან ბრძოლის მიზნებზე ისაუბრა

© Courtesy of Shalva Papuashviliშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2026
გამოწერა
საქართველოში ჩინოვნიკებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, საზოგადოება და პოლიტიკური ცხოვრება კულტურის ჩარჩოებში დააბრუნოს და გარედან თავსმოხვეული სიძულვილი შეამციროს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირებაა, ფუნქციონირება 1-ელ ივნისს დაიწყო. 15 ივნისამდე პერიოდში სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდეს პოლიტიკურ კულტურას და გარედან თავს მოხვეული სიძულვილი შემცირდეს. მიზანი არის ის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, იყოს საღი საზოგადოებრივი, თუ პოლიტიკური დისკუსიის მონაწილე.“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ლანძღვა-გინება და უხამსი შეურაცხყოფა ხელს უშლის საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ დისკუსიას.
„ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია გარედან აღმართული ბარიერის აღმოფხვრა და დისკუსიის იმ კულტურასთან დაბრუნება, რომელიც ქართულ საზოგადოებას ახასიათებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მან მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები სიახლისთვის დაბრკოლების შექმნასა და ნორმის გასაჩივრების მცდელობებში დაადანაშაულა. „ეს არის სრულიად თავსმოხვეული და გარედან დაფინანსებული მიდგომები, რომელთაგანაც თავი უნდა დავაღწიოთ“, – აღნიშნა სპიკერმა.
საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და აგრესიის მონიტორინგის სპეციალური სამმართველოს შექმნა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ 2026 წლის 18 მაისს დააანონსა.
საქართველოში ჩინოვნიკებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.
ყველა ახალი ამბავი
0