https://sputnik-georgia.com/20260630/kaxetshi-axali-daculi-teritoriaq-sheiqmna-299416423.html
კახეთში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა
კახეთში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა
Sputnik საქართველო
ახალი დაცული ტერიტორიის დაარსება მნიშვნელოვანია რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის. 30.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-30T18:00+0400
2026-06-30T18:00+0400
2026-06-30T18:00+0400
საქართველო
დაცული ტერიტორიების სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/1e/299405465_0:8:1737:985_1920x0_80_0_0_6035107c237154dc3c43e3003d3065ff.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. კახეთის მხარეში ახალი დაცული ტერიტორია - „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიები“ შეიქმნა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შესაბამისი კანონის თანახმად, დაცული ტერიტორია საგარეჯოს, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, ჯამში, 39 877 ჰექტარ ფართობზე განისაზღვრა. სააგენტოს ცნობით, ახალი დაცული ტერიტორია მოიცავს სამ კატეგორიას: ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მართვას გურჯაანის მუნიციპალიტეტი განახორციელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების“ შექმნა მნიშვნელოვნად გააძლიერებს კახეთის მხარეში დაცული ტერიტორიების ქსელს და ხელს შეუწყობს უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების, ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტების დაცვას. სააგენტოს განცხადებით, ახალი დაცული ტერიტორიის დაარსება ასევე მნიშვნელოვანია რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და მდგრადი ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს კახეთის, როგორც ეკოტურისტული მიმართულების საერთაშორისო პოპულარიზაციას და ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით შესაძლებლობებს შეუქმნის დასაქმებისა და ეკონომიკური საქმიანობის განვითარების მიმართულებით. საქართველოს დაცული ტერიტორიების ისტორია 1912 წლიდან იწყება. საქართველოში პირველი დაცული ტერიტორია ლაგოდეხის ნაკრძალი იყო, რომლის ფართობი მხოლოდ 3 500 ჰა-ს შეადგენდა. დღეს საქართველოში 100-ზე მეტი დაცული ტერიტორიაა, საერთო ფართობით 929 996 ჰა-მდე, რაც ქვეყნის ტერიტორიის 13.34%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/1e/299405465_208:0:1529:991_1920x0_80_0_0_de2ef974309e779ef4415ee9eb48d15e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
კახეთში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა
ახალი დაცული ტერიტორიის დაარსება მნიშვნელოვანია რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. კახეთის მხარეში ახალი დაცული ტერიტორია - „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიები“ შეიქმნა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შესაბამისი კანონის თანახმად, დაცული ტერიტორია საგარეჯოს, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, ჯამში, 39 877 ჰექტარ ფართობზე განისაზღვრა.
სააგენტოს ცნობით, ახალი დაცული ტერიტორია მოიცავს სამ კატეგორიას:
ცივ-გომბორის ეროვნული პარკი – 21 761 ჰა
სიღნაღის აღკვეთილი – 554 ჰა
ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტი – 17 562 ჰა.
ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მართვას გურჯაანის მუნიციპალიტეტი განახორციელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების“ შექმნა მნიშვნელოვნად გააძლიერებს კახეთის მხარეში დაცული ტერიტორიების ქსელს და ხელს შეუწყობს უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების, ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტების დაცვას.
სააგენტოს განცხადებით, ახალი დაცული ტერიტორიის დაარსება ასევე მნიშვნელოვანია რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და მდგრადი ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს კახეთის, როგორც ეკოტურისტული მიმართულების საერთაშორისო პოპულარიზაციას და ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით შესაძლებლობებს შეუქმნის დასაქმებისა და ეკონომიკური საქმიანობის განვითარების მიმართულებით.
საქართველოს დაცული ტერიტორიების ისტორია 1912 წლიდან იწყება. საქართველოში პირველი დაცული ტერიტორია ლაგოდეხის ნაკრძალი იყო, რომლის ფართობი მხოლოდ 3 500 ჰა-ს შეადგენდა. დღეს საქართველოში 100-ზე მეტი დაცული ტერიტორიაა, საერთო ფართობით 929 996 ჰა-მდე, რაც ქვეყნის ტერიტორიის 13.34%-ს შეადგენს.