ბათუმსა და კიშინიოვს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყო

© photo: Civil Aviation Agency GCAA / FBლოუკოსტერი FlyOne
ლოუკოსტერი FlyOne - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2026
გამოწერა
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კიშინიოვიდან პირველი რეისის მგზავრებს სიმბოლური ცერემონიალით დახვდნენ.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. მოლდოვურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyOne-მა მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო, განაცხადეს თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს პრესსამსახურმა.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Flyone კიშინიოვი-ბათუმი-კიშინიოვის მიმართულებით რეისებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს - ამჟამად ფრენები ორშაბათსა და ხუთშაბათს ხორციელდება, ხოლო 14 ივლისიდან დაემატება ოთხშაბათის რეისი.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კიშინიოვიდან პირველი რეისის მგზავრებს სიმბოლური ცერემონიალით დახვდნენ.
„მოლდოვას დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირველი რეისით ავიაკომპანიამ Airbus ა320 ტიპის თვითმფრინავით 182 მგზავრი გადაიყვანა, ხოლო ბათუმი-კიშინიოვის რეისით – 161 მგზავრი, რაც ამ მარშრუტზე მაღალ მოთხოვნაზე მეტყველებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
FlyOne — 2016 წლის მარტის ბოლოს დაფუძნებული მოლდოვური ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც კიშინიოვშია ბაზირებული. კომპანია ასრულებს რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.
ავიაკომპანიის შვილობილი კომპანია Flyone Armenia ასევე ბაზირებს ბათუმის აეროპორტში და კვირაში სამ რეისს ასრულებს სომხეთის დედაქალაქიდან.
Flyone-ის ფლოტი (სომხურ შვილობილ კომპანიასთან ერთად) 10-ზე მეტ თვითმფრინავს ითვლის და ძირითადად შედგება Airbus A320 და Airbus A321 ოჯახის საჰაერო ხომალდებისგან.
ყველა ახალი ამბავი
0