საქართველოში მილიონობით ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურეს

© Ministry of Internal Affairs of Georgiaნარკოტიკების განადგურება
ნარკოტიკების განადგურება - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2026
გამოწერა
პოლიციამ ნარკოტიკები გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ამოღებული 700 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 37 მილიონ ლარს აღემატება, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლიციამ სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული 700 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ნარკოტიკების საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 37 მილიონ ლარზე მეტია. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრების თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული შემდეგი ნარკოტიკული საშუალებები:
1.289 გრ და 12 ტაბლეტი „მეთადონი“,
631 კგ „კანაფი“,
60 გრ „ჰეროინი“,
2.294 გრ „კოკაინი“,
238 გრ „ალფა-პვპ“,
30 გრ „კლეფედრონი“,
985 გრ და 10 ტაბლეტი „მდმა“,
39 გრ და 401 ტაბლეტი „ბუპრენორფინი“,
317 ტაბლეტი „ტრამადოლი“,
992 ტაბლეტი „დიაზეპამი“,
121 ტაბლეტი „კოდეინი“.
სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.
ნარკოტიკების განადგურების პროცესში, რომელიც გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა, მუდმივმოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, გენერალური პროკურატურისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0