https://sputnik-georgia.com/20260629/mtavrobam-parlamentidan-pesticidebis-kanonproeqti-gaiwvia-299398351.html
მთავრობამ პესტიციდების და აგროქიმიკატების რეგულირების კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვია
მთავრობამ პესტიციდების და აგროქიმიკატების რეგულირების კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვია
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ პარლამენტიდან გამოითხოვა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტების პაკეტი, რომელიც... 29.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-29T19:42+0400
2026-06-29T19:42+0400
2026-06-29T19:42+0400
საქართველო
კანონმდებლობა
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251295769_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_7180530b8332c01a00581d030ccae279.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ პარლამენტიდან გამოითხოვა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ქვეყანაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასების სახელმწიფო რეგულირებას ითვალისწინებს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, კანონპროექტზე მუშაობა გრძელდება და მას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ხელახლა საშემოდგომო სესიაზე წარადგენენ.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული ინიციატივის მიზანი ბაზარზე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მაქსიმალური საცალო ფასის ზედა ზღვრის დადგენაა.როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, დგინდება პასუხისმგებლობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესის და პირობების დარღვევისთვის.კერძოდ, აღნიშნული დარღვევა გამოიწვევს ბიზნეს-ოპერატორის გაფრთხილებას, განმეორების შემთხვევაში - დაჯარიმებას 5 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო პირველი დარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ ან მეტჯერ ჩადენის შემთხვევაში, დაჯარიმებას 30 ათასი ლარის ოდენობით.როგორც მთავრობაში განმარტეს, დღეის მდგომარეობით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის ფასების არასტაბილურობა ფიქსირდება და რიგ შემთხვევაში მაღალი ფასნამატი, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის რეგულირებას, მკაფიო საკანონმდებლო საფუძვლის შექმას საჭიროებს, რის გამოც აუცილებელია, რომ მთავრობას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესის და პირობების განსაზღვრის უფლებამოსილება მიენიჭოს.დოკუმენტის თანახმად, პესტიციდების და აგროქიმიკატების ფასების რეგულირების ერთ-ერთი მოდელი შეიძლება ასეთი იყოს:პესტიციდისა და აგროქიმიკატების მიმოქცევის ჯაჭვში ჩართული ბიზნესოპერატორების მიერ პესტიციდისა და აგროქიმიკატის ფასის სახელმწიფო რეგულირების წესისა და პირობების დაცვის სახელმწიფო კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომას სააგენტო გამოიყენებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251295769_278:0:3009:2048_1920x0_80_0_0_6bc9b298ad7dbf0fc44c31f9c8dde646.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კანონმდებლობა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პარლამენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, კანონმდებლობა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პარლამენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ პარლამენტიდან გამოითხოვა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ქვეყანაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასების სახელმწიფო რეგულირებას ითვალისწინებს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, კანონპროექტზე მუშაობა გრძელდება და მას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ხელახლა საშემოდგომო სესიაზე წარადგენენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული ინიციატივის მიზანი ბაზარზე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მაქსიმალური საცალო ფასის ზედა ზღვრის დადგენაა.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, დგინდება პასუხისმგებლობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესის და პირობების დარღვევისთვის.
კერძოდ, აღნიშნული დარღვევა გამოიწვევს ბიზნეს-ოპერატორის გაფრთხილებას, განმეორების შემთხვევაში - დაჯარიმებას 5 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო პირველი დარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ ან მეტჯერ ჩადენის შემთხვევაში, დაჯარიმებას 30 ათასი ლარის ოდენობით.
როგორც მთავრობაში განმარტეს, დღეის მდგომარეობით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის ფასების არასტაბილურობა ფიქსირდება და რიგ შემთხვევაში მაღალი ფასნამატი, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის რეგულირებას, მკაფიო საკანონმდებლო საფუძვლის შექმას საჭიროებს, რის გამოც აუცილებელია, რომ მთავრობას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესის და პირობების განსაზღვრის უფლებამოსილება მიენიჭოს.
„კანონპროექტის მიღების შედეგად, მოსალოდნელია პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მცენარეული წარმოშობის სოფლის მეურნეობის პროდუქციის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, ვინაიდან, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ხარჯებში წარმოადგენს 20-50% სხვადასხვა კულტურის მიხედვით“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
დოკუმენტის თანახმად, პესტიციდების და აგროქიმიკატების ფასების რეგულირების ერთ-ერთი მოდელი შეიძლება ასეთი იყოს:
იმპორტიორის მიერ პესტიციდი შეძენილი უნდა იყოს მხოლოდ მწარმოებლისგან ან მისი ოფიციალური წარმომადგენლისგან, რათა გამოირიცხოს პარალელური იმპორტისას (საშუამავლო კომპანიებისგან შესყიდვა) ფასის ზრდა. იმპორტიორი ვალდებული იქნება შესაბამის უწყებებს წარუდგინოს ინფორმაცია პესტიციდისა და აგროქიმიკატის ყოველი პარტიის საინვოისო ფასის, შეფუთვის ერთეულის, მისი მოცულობის, რაოდენობისა და ღირებულების შესახებ.
პესტიციდისა და აგროქიმიკატების მიმოქცევის ჯაჭვში ჩართული ბიზნესოპერატორების მიერ პესტიციდისა და აგროქიმიკატის ფასის სახელმწიფო რეგულირების წესისა და პირობების დაცვის სახელმწიფო კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომას სააგენტო გამოიყენებს.