მთავრობა: თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობა 2027 წელს დაიწყება

© пресс-служба ОАК / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2026
გამოწერა
მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. თბილისში, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე, ახალი აეროპორტის მშენებლობა 2027 წლის ბოლოს დაიწყება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ანგარიშში.
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების ნაცვლად, ააშენოს ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 1,3 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2024 წლის ივნისში გამოცხადდა ტენდერი ახალი აეროპორტის განვითარების გენგეგმის შემუშავებაზე.
„სამშენებლო სამუშაოები მომავალი წლის ბოლოს დაიწყება და 2031 წლის ბოლოსთვის დასრულდება. არსებულ აეროპორტთან კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, მუშაობას დაიწყებს ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 20 მილიონ მგზავრს მოემსახურება“, — ნათქვამია ანგარიშში.
უფრო დიდი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში მზარდი მგზავრთნაკადის ფონზე გაჩნდა, რომელსაც არ აქვს იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება, განაცხადეს მანამდე ხელისუფლებაში.
როგორც ადრე ხელისუფლებამ განაცხადა, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.
საქართველოს რეგიონული საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტის ქონა, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით.
ამ დროისთვის თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება იზღუდება მთავრობის მოქმედი შეთანხმებით კომპანია TAV Georgia-სთან, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლამდე. ის ზღუდავს საერთაშორისო ფრენებს თბილისის აეროპორტთან 200 კილომეტრის რადიუსში.
ყველა ახალი ამბავი
0