https://sputnik-georgia.com/20260629/kobaxidze-kazaxetshi-gaiemgzavra-299386462.html
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა
Sputnik საქართველო
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. 29.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-29T10:53+0400
2026-06-29T10:53+0400
2026-06-29T10:53+0400
საქართველო
ყაზახეთი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/11/299183791_0:110:2048:1262_1920x0_80_0_0_6a1799bbb317adfc5d8580b23df3952e.jpg
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრემიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართება - კობახიძეს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის პრეზიდენტის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება.ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან. შეხვედრაში ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.საქართველოს პრემიერი ყაზახეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.საქართველო და ყაზახეთისაქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.საქართველოში ყაზახეთის საელჩოს ინიციატივით, 2021 წლის მარტში თბილისში ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა, რომლის მიზანიც ქვეყნებს შორის საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის, ტურიზმისა და კულტურული კავშირების განვითარების ხელშეწყობაა.გაერთიანების დამფუძნებლები არიან კომპანიები, რომლებიც შექმნილია და საქმიანობენ საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით. უახლოეს მომავალში საქართველო და ყაზახეთი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას გეგმავენ.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/11/299183791_110:0:1938:1371_1920x0_80_0_0_faa941d369bb8fc34be91f45fb6b8e85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ყაზახეთი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ყაზახეთი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრემიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართება - კობახიძეს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი უმასპინძლებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის პრეზიდენტის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან. შეხვედრაში ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს პრემიერი ყაზახეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
საქართველოში ყაზახეთის საელჩოს ინიციატივით, 2021 წლის მარტში თბილისში ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა, რომლის მიზანიც ქვეყნებს შორის საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის, ტურიზმისა და კულტურული კავშირების განვითარების ხელშეწყობაა.
გაერთიანების დამფუძნებლები არიან კომპანიები, რომლებიც შექმნილია და საქმიანობენ საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით. უახლოეს მომავალში საქართველო და ყაზახეთი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას გეგმავენ.