https://sputnik-georgia.com/20260628/shss-aqciis-monawileebs-pirobebi-waukena-299376488.html
პროტესტი მხოლოდ კიბეებზე: შსს-მ აქციის მონაწილეებს ახალი პირობები წაუყენა
პროტესტი მხოლოდ კიბეებზე: შსს-მ აქციის მონაწილეებს ახალი პირობები წაუყენა
Sputnik საქართველო
ანტისამთავრობო აქციები ყოველდღიურად 19:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდში გაიმართება. 28.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-28T11:52+0400
2026-06-28T11:52+0400
2026-06-28T11:52+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24551/27/245512740_0:91:1000:654_1920x0_80_0_0_7ed41dcb3c49482864333661272d2bad.jpg
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო აქციების 8 ივლისამდე გაგრძელების ნებართვა გასცა, თუმცა დემონსტრანტების გადაადგილება შეზღუდა.უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, აქციის მონაწილეებს უფლება აქვთ, პროტესტი პარლამენტის შენობის წინ მდებარე კიბეებზე და მათ მახლობლად გამართონ, თუმცა, მათ ხელი არ უნდა შეუშალონ ქვეითებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილებას.გარდა ამისა, დემონსტრანტებმა უნდა უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ხელი არ შეუშალონ სამთავრობო უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას. ანტისამთავრობო აქციები ყოველდღიურად 19:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდში გაიმართება.პროტესტი თბილისშისაქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან იმართება, მას შემდეგ რაც მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხის დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღების შესახებ განაცხადა.აქციის მონაწილეებმა მთავრობა ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. მოგვიანებით ამას კიდევ ორი მოთხოვნა დაემატა: დაკავებული პირების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების, გზების უსაფუძვლო ბლოკირების, ნიღბების ტარების აკრძალვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და თავისუფლების აღკვეთის ვადის გაზრდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24551/27/245512740_0:0:872:654_1920x0_80_0_0_c94f2953dfb84b067873e45212d7fc63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პროტესტი მხოლოდ კიბეებზე: შსს-მ აქციის მონაწილეებს ახალი პირობები წაუყენა
ანტისამთავრობო აქციები ყოველდღიურად 19:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდში გაიმართება.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო აქციების 8 ივლისამდე გაგრძელების ნებართვა გასცა, თუმცა დემონსტრანტების გადაადგილება შეზღუდა.
უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, აქციის მონაწილეებს უფლება აქვთ, პროტესტი პარლამენტის შენობის წინ მდებარე კიბეებზე და მათ მახლობლად გამართონ, თუმცა, მათ ხელი არ უნდა შეუშალონ ქვეითებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილებას.
გარდა ამისა, დემონსტრანტებმა უნდა უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ხელი არ შეუშალონ სამთავრობო უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას.
ანტისამთავრობო აქციები ყოველდღიურად 19:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდში გაიმართება.
საქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან იმართება, მას შემდეგ რაც მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხის დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღების შესახებ განაცხადა.
აქციის მონაწილეებმა მთავრობა ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. მოგვიანებით ამას კიდევ ორი მოთხოვნა დაემატა: დაკავებული პირების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების, გზების უსაფუძვლო ბლოკირების, ნიღბების ტარების აკრძალვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და თავისუფლების აღკვეთის ვადის გაზრდა.