რა გამოავლინა სოცდაუცველი ოჯახების შემოწმებამ? მთავრობის ანგარიში

© photo: Sputnik / Stringerასაკოვანი ქალი
ასაკოვანი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2026
გამოწერა
მიმდინარე წლის თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის გადამოწმების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც მათი ინფორმაციით, ბოლო წლებში ბევრმა ოჯახმა მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესა.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების ნახევარზე მეტს სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება შეუწყდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ანგარიშში.
მიმდინარე წლის თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის გადამოწმების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც მათი ინფორმაციით, ბოლო წლებში ბევრმა ოჯახმა მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესა.
„1-ელი ივნისის მონაცემებით, 40.225 ოჯახის შემოწმება დასრულდა. აქედან სოციალური დახმარება 22.707 ოჯახს შეუწყდა, რაც 56,4%-ს შეადგენს. დანაზოგმა 54,7 მილიონი ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, აუდიტის ფარგლებში შემოწმებული ოჯახების ნაწილს ყოველთვიური შემოსავალი 3000-4000 ლარს აღემატებოდა და ისინი სოციალური დახმარების მიღებას აგრძელებდნენ.
სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობისა და მიზნობრიობის გასაუმჯობესებლად მონაცემთა ბაზის გადახედვა ეტაპობრივად ხორციელდება - პირველ ჯერზე ის ოჯახები მოწმდებიან, რომელთა მიმართაც არსებობს ვარაუდი, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ სოციალურად დაუცველის სტატუსისთვის დადგენილ კრიტერიუმებს. რეფორმის მიზანია დახმარება მიიღონ მხოლოდ მათ, ვისაც ეს კრიტიკულად სჭირდება, რადგან შემოწმებისას გამოვლინდნენ ბენეფიციარები, რომელთა რეალური შემოსავლები ათეულ ათასობით ლარს შეადგენდა, აღნიშნეს სამინისტროში.
სტატუსის გაუქმების საფუძველი გახდება, მაგალითად, ოჯახის რომელიმე წევრის მიერ სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 2 000-ლარიანი შემოსავლის მიღება, ასევე ოჯახის წევრების მიერ ძვირადღირებული ქონების შეძენა.
2026 წლის 1-ელი მაისის მონაცემებით, საქართველოში სახელმწიფო სოციალურ დახმარებას 119.098 ოჯახი იღებს.
სოციალური დახმარება საქართველოში
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე, რომელიც გამოითვლება აგენტის მიერ ოჯახის ინდივიდუალური შემოწმების დროს შეფასების საფუძველზე.
შეფასებისას გათვალისწინებულია როგორც ოჯახის წევრების რაოდენობა, ისე მათი ყოველთვიური შემოსავალი, საცხოვრებელი პირობები და უძრავ-მოძრავი ქონება.
120 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახები იღებენ ფინანსურ დახმარებას, მათ შორის 250 ლარს თითოეულ ბავშვზე. გარდა ამისა სოციალურად დაუცველთათვის მოქმედებს რიგი შეღავათები, რომელთა შორისაა სამედიცინო მომსახურება, კომუნალური გადასახადები, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0