პოლიციამ იმერეთში იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2026
გამოწერა
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს იარაღები, ხელყუმბარები, მჭიდები და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1200 ვაზნა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.
გამოძიება სსკ-ის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0