პოლიციამ სამი ძებნილი არასრულწლოვანი დააკავა

გამოწერა
არასრულწლოვნებმა თბილისში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტს 60 ათას ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. პოლიციამ ჯგუფურად, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულები თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდნენ და მათ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდათ შეფარდებული.
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტს 60 ათას ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგა.
ყველა ახალი ამბავი
0