https://sputnik-georgia.com/20260627/tbilissi-tarlitobis-braldebit-erti-piri-daakaves-meoreze-ki-zebna-gamocxadda-299366567.html
თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, მეორეზე კი ძებნა გამოცხადდა
თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, მეორეზე კი ძებნა გამოცხადდა
Sputnik საქართველო
დანაშაული სასჯელის სახით 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 27.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-27T10:55+0400
2026-06-27T10:55+0400
2026-06-27T10:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_34303e3ed586d7c027af102cfe08a88f.jpg
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ხოლო მეორეს მიმართ ძებნა გამოცხადდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი რეკლამისა და ფიქტიური ხელშეკრულებების გამოყენებით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ. დანაშაულის ერთ-ერთი ჩამდენი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო მეორე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_c0892f0f125ea77045a297ffd9e4621e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, მეორეზე კი ძებნა გამოცხადდა
დანაშაული სასჯელის სახით 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ხოლო მეორეს მიმართ ძებნა გამოცხადდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი რეკლამისა და ფიქტიური ხელშეკრულებების გამოყენებით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ.
"სამუშაოების სწრაფად შესრულების საბაბით, ბრალდებულებმა დაზარალებულებს თანხა წინასწარ გამოართვეს - ჯამში 242 ათასი ლარი, რაც ისე მიისაკუთრეს, რომ ვალდებულება არ შეასრულეს", - ნათქვამია განცხადებაში.
დანაშაულის ერთ-ერთი ჩამდენი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო მეორე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.