https://sputnik-georgia.com/20260627/saqartvelosi-gansakutrebit-didi-odenobit-narkotiki-amoires-dakavebulia-8-piri-299371840.html
საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია 8 პირი
საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია 8 პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 27.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-27T17:44+0400
2026-06-27T17:44+0400
2026-06-27T17:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252350162_0:11:2738:1551_1920x0_80_0_0_123c476351731261a31988e256166712.jpg
თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულებს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას, საქართველოში შემოტანასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე თურქეთისა და იაპონიის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: ,,კოკაინი", ,,მეთადონი" "ბუპრენორფინი", "მეტამფეტამინი", "ოპიუმი", "ამფეტამინი", "მარიხუანა", მცენარე "კანაფი“ და 300 აბამდე "პრეგაბალინი". დაკავებულებს შორის არიან პირები, რომელთა მხილების მიზნით, სამართალდამცველებმა მათ სახელზე გამოგზავნილი ამანათები ჩაანაცვლეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე, 261-ე, 19-262-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252350162_327:0:2411:1563_1920x0_80_0_0_ec789d8ed7a2e066d6c0406f21e47144.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში
საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია 8 პირი
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას, საქართველოში შემოტანასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.
დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე თურქეთისა და იაპონიის მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: ,,კოკაინი", ,,მეთადონი" "ბუპრენორფინი", "მეტამფეტამინი", "ოპიუმი", "ამფეტამინი", "მარიხუანა", მცენარე "კანაფი“ და 300 აბამდე "პრეგაბალინი".
დაკავებულებს შორის არიან პირები, რომელთა მხილების მიზნით, სამართალდამცველებმა მათ სახელზე გამოგზავნილი ამანათები ჩაანაცვლეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე, 261-ე, 19-262-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.