მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კისელიოვი: „რასია სეგოდნია“ დეზინფორმაციას ებრძვის

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2026
გამოწერა
თბილისი, 27 ივნისი ꟷ Sputnik. მასშტაბური და აგრესიული დეზინფორმაციული კამპანიებისადმი დაპირისპირება, რომლებიც მეტწილად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არის მიმართული, მედიაჯგუფ „Россия сегодня“-ს ერთ-ერთი ამოცანაა, — განაცხადა მისმა გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი კისელიოვმა.
„დღეს, ხარისხიანი კონტენტის წარმოებისა და მოვლენების ობიექტური გაშუქების ტრადიციულ ამოცანებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ემატება — მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიებისადმი დაპირისპირება. ბოლო წლებში მსგავსმა კამპანიებმა განსაკუთრებით აქტიური და აგრესიული ხასიათიც კი შეიძინა და ისინი მეტწილად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არის მიმართული“, — თქვა კისელიოვმა სააგენტო Associated Press of Pakistan (APP)-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლური მედიასაშუალებები დიდი ხანია აღარ არიან ნეიტრალური დამკვირვებლები. ისინი, კისელიოვის თქმით, კი არ აწვდიან ინფორმაციას, არამედ აყალიბებენ სასურველ აღქმას და სხვის ინტერესებს სამყაროს ობიექტურ სურათად ასაღებენ.
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2026
მსოფლიო დღეს
კისელიოვი: „რასია სეგოდნია“ პოზიციებს იმყარებს იქ, სადაც მანამდე დასავლეთი დომინირებდა
„ჩვენ, როგორც საერთაშორისო მედიაჯგუფი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მთელ მსოფლიოში ჩვენს აუდიტორიას მხოლოდ საიმედო და სარწმუნო ინფორმაცია მივაწოდოთ“, — აღნიშნა მან.
ყველა ახალი ამბავი
0