https://sputnik-georgia.com/20260627/kiseliovi-rasia-segodnia-299387670.html
კისელიოვი: „რასია სეგოდნია“ პოზიციებს იმყარებს იქ, სადაც მანამდე დასავლეთი დომინირებდა
კისელიოვი: „რასია სეგოდნია“ პოზიციებს იმყარებს იქ, სადაც მანამდე დასავლეთი დომინირებდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 ივნისი ꟷ Sputnik. მედიაჯგუფი „Россия сегодня“ თანმიმდევრულად ზრდის თავის საერთაშორისო წარმომადგენლობას და იმყარებს პოზიციებს იქ, სადაც ადრე... 27.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-27T11:57+0400
2026-06-27T11:57+0400
2026-06-29T11:58+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
პოლიტიკა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271877146_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_c8205d0b9b86e1db70d6e489aeb71b28.jpg
თბილისი, 27 ივნისი ꟷ Sputnik. მედიაჯგუფი „Россия сегодня“ თანმიმდევრულად ზრდის თავის საერთაშორისო წარმომადგენლობას და იმყარებს პოზიციებს იქ, სადაც ადრე დასავლეთი დომინირებდა, — განაცხადა მედიაჯგუფის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი კისელიოვმა.სააგენტო Associated Press of Pakistan (APP)-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კისელიოვმა მედიაჯგუფის საერთაშორისო წარმომადგენლობის გაფართოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გაიხსნა სარედაქციო ჰაბი ეთიოპიაში, მოდერნიზდა ჰაბი პეკინში და დაიწყო FM-მაუწყებლობა ბეირუთში.მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა აფრიკასა და აზიაში ახალი წარმომადგენლობების გახსნის მიმართულებით.მან დასძინა, რომ რადიო Sputnik-ის პროგრამების მოსმენა შესაძლებელია ბოტსვანის, მალის, ნიგერის, ნიგერიის, კამერუნისა და გვინეის რადიოსადგურების ეთერში, ხოლო 24-საათიანი მაუწყებლობა ლათინურ ამერიკაშიც ჩაეშვა. გარდა ამისა, საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება პაკისტანია.მედიაგუფ „Россия сегодня“-ს პარტნიორული ქსელი მსოფლიოს 108 ქვეყანაში 500-ზე მეტ მასმედიის საშუალებას ითვლის. ურთიერთობები მემორანდუმების, თანამშრომლობის შეთანხმებებისა და სხვა დოკუმენტების სახით გამყარებულია 130-ზე მეტ კომპანიასთან, მათ შორის მედიასაშუალებებთან, უნივერსიტეტებთან, საექსპერტო და ანალიტიკურ ცენტრებთან, ასევე მედიის სფეროში მომუშავე სხვა ორგანიზაციებთან.
https://sputnik-georgia.com/20260626/kiseliovi-rasia-segodnia-299387521.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271877146_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_4a96a76acfc800d9c743a1a4e66d4c9b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, პოლიტიკა, საზოგადოება
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, პოლიტიკა, საზოგადოება
თბილისი, 27 ივნისი ꟷ Sputnik. მედიაჯგუფი „Россия сегодня“ თანმიმდევრულად ზრდის თავის საერთაშორისო წარმომადგენლობას და იმყარებს პოზიციებს იქ, სადაც ადრე დასავლეთი დომინირებდა, — განაცხადა მედიაჯგუფის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი კისელიოვმა.
სააგენტო Associated Press of Pakistan (APP)-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კისელიოვმა მედიაჯგუფის საერთაშორისო წარმომადგენლობის გაფართოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გაიხსნა სარედაქციო ჰაბი ეთიოპიაში, მოდერნიზდა ჰაბი პეკინში და დაიწყო FM-მაუწყებლობა ბეირუთში.
„მონღოლეთში 2025 წელს ნულიდან ჩაეშვა 24-საათიანი რადიომაუწყებლობა, ვიეტნამში Sputnik ერთადერთი რუსული მედიაა, რომელიც ვიეტნამურ აუდიტორიას მის მშობლიურ ენაზე ელაპარაკება. 2024 წელს მუშაობა დაიწყო РИА Новости-ს კორესპონდენტთა პუნქტმა ინდონეზიაში“, — თქვა მედიაჯგუფის გენერალურმა დირექტორმა.
მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა აფრიკასა და აზიაში ახალი წარმომადგენლობების გახსნის მიმართულებით.
„ეს არ არის უბრალოდ „წარმომადგენლობა“. ეს არის იმ კონტინენტის სისტემური მოცვა, სადაც ადრე მხოლოდ დასავლეთი ასრულებდა სოლოს, ახლა კი „სხვა ხმაც“ ისმის“, — თქვა კისელიოვმა.
მან დასძინა, რომ რადიო Sputnik-ის პროგრამების მოსმენა შესაძლებელია ბოტსვანის, მალის, ნიგერის, ნიგერიის, კამერუნისა და გვინეის რადიოსადგურების ეთერში, ხოლო 24-საათიანი მაუწყებლობა ლათინურ ამერიკაშიც ჩაეშვა. გარდა ამისა, საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება პაკისტანია.
„ხუთი წლის პერსპექტივაში ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ისლამაბადში მრავალფუნქციური სარედაქციო ცენტრის გახსნითა და საკორესპონდენტო ქსელის შექმნით მთელ პაკისტანში. უკვე ამ წლის ბოლომდე Sputnik სოციალურ ქსელებში ურდუ ენაზე ჩაუშვებს თავის პირველ რესურსებს“, — აღნიშნა კისელიოვმა.
მედიაგუფ „Россия сегодня“-ს პარტნიორული ქსელი მსოფლიოს 108 ქვეყანაში 500-ზე მეტ მასმედიის საშუალებას ითვლის. ურთიერთობები მემორანდუმების, თანამშრომლობის შეთანხმებებისა და სხვა დოკუმენტების სახით გამყარებულია 130-ზე მეტ კომპანიასთან, მათ შორის მედიასაშუალებებთან, უნივერსიტეტებთან, საექსპერტო და ანალიტიკურ ცენტრებთან, ასევე მედიის სფეროში მომუშავე სხვა ორგანიზაციებთან.