დანით დაჭრა მიუსაფარი ძაღლი: რუსთავში ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდანა
დანა - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2026
გამოწერა
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიუსაფარი ცხოველი თავშესაფარშია გადაყვანილი.
სამართალდამცველებმა მამაკაცის პირადი ჩხრეკისას დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0