ხელისუფლების ზედა ეშელონებში კორუფცია აღმოფხვრილია - პრემიერი

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2026
გამოწერა
2025 წელს სუსმა კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის 104 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
თბილისი, 26 ივნისი - Sputnik. ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში კორუფცია სრულად აღმოფხვრილია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას.
2025 წლის შემოდგომაზე საქართველოში კორუფციული სკანდალი ატყდა, რომლის მთავარი ეჭვმიტანილი ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე გახდა. კორუფციისა და გაყალბების ბრალდებით ასევე დააკავეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ლილუაშვილი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.
კორუფციული საქმეების ფიგურანტების უმეტესობამ დანაშაული აღიარა.
„რა თქმა უნდა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის საჭირო მუდმივ რეჟიმში, განსაკუთრებით ქვედა დონეზე და ბუნებრივია, მთავრობა საკუთარ ყურადღებას არც მომავალში მოადუნებს ამ მიმართულებით, თუმცა კიდევ ერთხელ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებული და ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი გასული ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, მთავრობა სრულიად გამჭვირვალედ მოქმედებს, მთავრობის ყველა აქტი ქვეყნდება და გამჭვირვალობა ნებისმიერი მანკიერებისგან თავის დასაცავად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ამ ძირეულ მიზანს არსებითად მივაღწიეთ. კიდევ ერთხელ შემიძლია შევთავაზო ნებისმიერ ადამიანს, ოპონენტს თუ არაოპონენტს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ამ საანგარიშო პერიოდიდან, გასული წლის ივნისიდან კორუფციასთან დაკავშირებით თუ არის რაიმე ეჭვები და თითოეული ჩვენგანი ბოლომდე ვაგებთ პასუხს“, - განაცხადა კობახიძემ.
სამსახურებრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საგამოძიებო ორგანოებისთვის პრიორიტეტული გახდა 2025 წლის ბოლოს მაღალი თანამდებობის პირების დაპატიმრებების სერიის შემდეგ.
2025 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის 104 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
კორუფცია მოიცავს არა მხოლოდ მექრთამეობას, არამედ სხვადასხვა სახის თაღლითობას, ასევე სხვა დანაშაულებს, რომლებიც თანამდებობის პირის მიერ უკანონო მოგების მიღებას უკავშირდება.
ყველა ახალი ამბავი
0