https://sputnik-georgia.com/20260626/msjavrdebul-ucxoelebtan-dakavsirebuli-axali-wesebi-cixeebs-gantvirtavs-daraxvelize-299342637.html
მსჯავრდებულ უცხოელებთან დაკავშირებული ახალი წესები ციხეებს განტვირთავს - დარახველიძე
მსჯავრდებულ უცხოელებთან დაკავშირებული ახალი წესები ციხეებს განტვირთავს - დარახველიძე
Sputnik საქართველო
1 ივლისიდან საქართველოს ციხეები ვალდებული იქნებიან, მიმართონ პენიტენციური სამსახურის საბჭოებს მსჯავრდებული უცხოელისთვის სასჯელის გადასინჯვისა და მისი გაძევების... 26.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-26T09:37+0400
2026-06-26T09:37+0400
2026-06-26T09:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/18/275208914_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_8b39e3efd39a4bacdd4a059e24e49c01.jpg
თბილისი, 26 ივნისი - Sputnik. უცხოელი მსჯავრდებულთათვის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების გაძევებით ჩანაცვლება ხელს შეუწყობს ციხეების განტვირთვას, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.1 ივლისიდან საქართველოს ციხეები ვალდებული იქნებიან, მიმართონ პენიტენციური სამსახურის საბჭოებს მსჯავრდებული უცხოელისთვის სასჯელის გადასინჯვისა და მისი გაძევების საკითხზე.ამავდროულად, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ კანონი გამონაკლისის გარეშე ყველა უცხოელ მოქალაქეს შეეხება და არა მხოლოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, როგორც ეს კანონის მოწინააღმდეგეებს ჰგონიათ.„როდესაც ცვლილება შედის კანონში, ეს ცვლილება ეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. ამიტომ ბუნებრივია, ერთ ადამიანზე ვერ იქნება ვერანაირი ცვლილება და გამორიცხულია, რომ ასეთი ცვლილება იყოს დაინიცირებული“, - განაცხადა დარახველიძემ.სააკაშვილს 12 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება შეუძლია მოითხოვოს სასჯელის ვადის ნახევრის მოხდის შემდეგ, უკვე 2028 წლის დასაწყისში, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წელს.ცვლილებების თანახმად, საუბარია პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებმაც სასჯელის ვადის ნაწილი უკვე მოიხადეს და შეუძლიათ სასჯელის ზომის შემსუბუქება მოითხოვონ, გარდა იმ პირებისა, რომელთაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი.ასეთ შემთხვევებში, სასჯელის დარჩენილი ნაწილის პირობით ვადამდე გათავისუფლებით (უდო - მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა) ჩანაცვლების ნაცვლად, გამოყენებული იქნება ქვეყნიდან გაძევება იმ ვადით, რომელიც პატიმრობის მოუხდელი ნაწილის ტოლია.2026 წლის 1-ელი მაისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 1.762 უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფება, მათგან 1.182 სხვადასხვა ვადით სასჯელს იხდის. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ მაისამდე პერიოდში უცხოელი პატიმრების რაოდენობა 13,3%-ით გაიზარდა, ხოლო წლის განმავლობაში — 2025 წლის 1-ელი მაისიდან 2026 წლის 1-ელ მაისამდე — 54,2%-ით.მსჯავრდებულ უცხოელებს შორის უმრავლესობას შეადგენენ თურქეთის (368), რუსეთის (138), აზერბაიჯანის (121), უკრაინის (105) და ირანის (66) მოქალაქეები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/18/275208914_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_2f8a4923867a856a962fc15538bef7b8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი
მსჯავრდებულ უცხოელებთან დაკავშირებული ახალი წესები ციხეებს განტვირთავს - დარახველიძე
1 ივლისიდან საქართველოს ციხეები ვალდებული იქნებიან, მიმართონ პენიტენციური სამსახურის საბჭოებს მსჯავრდებული უცხოელისთვის სასჯელის გადასინჯვისა და მისი გაძევების საკითხზე.
თბილისი, 26 ივნისი - Sputnik. უცხოელი მსჯავრდებულთათვის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების გაძევებით ჩანაცვლება ხელს შეუწყობს ციხეების განტვირთვას, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
1 ივლისიდან საქართველოს ციხეები ვალდებული იქნებიან, მიმართონ პენიტენციური სამსახურის საბჭოებს მსჯავრდებული უცხოელისთვის სასჯელის გადასინჯვისა და მისი გაძევების საკითხზე.
„ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ციხეების განტვირთვას და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, რომლებსაც დადასტურებულად აქვთ დანაშაული ჩადენილი და მათზე განაჩენი დამდგარია, ქვეყნიდან გაძევებას“, - განაცხადა დარახველიძემ.
ამავდროულად, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ კანონი გამონაკლისის გარეშე ყველა უცხოელ მოქალაქეს შეეხება და არა მხოლოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, როგორც ეს კანონის მოწინააღმდეგეებს ჰგონიათ.
„როდესაც ცვლილება შედის კანონში, ეს ცვლილება ეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. ამიტომ ბუნებრივია, ერთ ადამიანზე ვერ იქნება ვერანაირი ცვლილება და გამორიცხულია, რომ ასეთი ცვლილება იყოს დაინიცირებული“, - განაცხადა დარახველიძემ.
სააკაშვილს 12 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება შეუძლია მოითხოვოს სასჯელის ვადის ნახევრის მოხდის შემდეგ, უკვე 2028 წლის დასაწყისში, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წელს.
ცვლილებების თანახმად, საუბარია პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებმაც სასჯელის ვადის ნაწილი უკვე მოიხადეს და შეუძლიათ სასჯელის ზომის შემსუბუქება მოითხოვონ, გარდა იმ პირებისა, რომელთაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი.
ასეთ შემთხვევებში, სასჯელის დარჩენილი ნაწილის პირობით ვადამდე გათავისუფლებით (უდო - მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა) ჩანაცვლების ნაცვლად, გამოყენებული იქნება ქვეყნიდან გაძევება იმ ვადით, რომელიც პატიმრობის მოუხდელი ნაწილის ტოლია.
2026 წლის 1-ელი მაისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 1.762 უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფება, მათგან 1.182 სხვადასხვა ვადით სასჯელს იხდის. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ მაისამდე პერიოდში უცხოელი პატიმრების რაოდენობა 13,3%-ით გაიზარდა, ხოლო წლის განმავლობაში — 2025 წლის 1-ელი მაისიდან 2026 წლის 1-ელ მაისამდე — 54,2%-ით.
მსჯავრდებულ უცხოელებს შორის უმრავლესობას შეადგენენ თურქეთის (368), რუსეთის (138), აზერბაიჯანის (121), უკრაინის (105) და ირანის (66) მოქალაქეები.