თბილისში ახალგაზრდა მამაკაცზე ფიზიკურად იძალადეს და დანით დაჭრეს

© photo: Sputnik / Stringerდანა
დანა - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2026
გამოწერა
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცზე ფიზიკურად იძალადეს. დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით მას დაზიანება მიაყენა, რის შემდგომაც ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე ორივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე, 126-ე და 375 -ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0