https://sputnik-georgia.com/20260625/saxelmwifos-likvidaciis-proeqti-saqartvelosi-moldova-da-evrokavsiri-mkacrad-gaakritikes-299332851.html
სახელმწიფოს ლიკვიდაციის პროექტი: საქართველოში მოლდოვა და ევროკავშირი მკაცრად გააკრიტიკეს
სახელმწიფოს ლიკვიდაციის პროექტი: საქართველოში მოლდოვა და ევროკავშირი მკაცრად გააკრიტიკეს
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ფაქტობრივად ევროპული ინტეგრაციის „სტანდარტული მექანიზმების გვერდის ავლის“ მცდელობას წარმოადგენს. 25.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-25T19:48+0400
2026-06-25T19:48+0400
2026-06-25T19:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
მოლდოვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282651105_339:223:832:500_1920x0_80_0_0_3c4bbfa9f9a0cf9c8f7686dda9d4cf39.jpg
თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს რისკებზე მოლდოვის სუვერენიტეტისთვის და გააკრიტიკეს მისი ხელმძღვანელობის ევროკავშირთან დაახლოების კურსი.24 ივნისს რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ, რომელიც ახლა განსახილველად სენატს გადაეგზავნა. თებერვალში წარდგენილმა ინიციატივამ ადრე მთავრობისა და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების უარყოფითი დასკვნები მიიღო. ამის მიუხედავად, დოკუმენტი დამტკიცდა „ჩუმი მიღების“ პროცედურის ფარგლებში. რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტები, რომლებიც არ განიხილება ან უარყოფილი იქნება წარდგენიდან 45 დღის განმავლობაში, ავტომატურად მიღებულად ითვლება.პარლამენტის წევრი ასევე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მოქალაქეების აზრს არ ითვალისწინებს.ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანების დაჩქარების მცდელობები მმართველი პარტიის პარლამენტის წევრმა დავით მათიკაშვილმაც გააკრიტიკა.„მოლდოვას მცდელობა, საკუთარი სუვერენიტეტი დათმოს, დაკარგოს დამოუკიდებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოლდოვის დღევანდელ ხელისუფლებას - პრეზიდენტი სანდუ იქნება თუ ასე შემდეგ, არანაირი ემოციური კავშირი არ გააჩნიათ მოლდოვასთან როგორც საკუთარ სამშობლოსთან“, - განაცხადა მათიკაშვილმა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მოლდოვის ევროპული ინტეგრაცია საეჭვოა. მისი აზრით, საუბარი აღარ არის მხოლოდ სუვერენიტეტის შეზღუდვაში, არამედ რისკებზე, რომლებიც სახელმწიფოებრიობის შესაძლო ცვლილებებს უკავშირდება.„ჩვენ იმას ვჩიოდით, რომ სამწუხაროდ, ბრიუსელში ზოგიერთი ევროინტეგრაციას უყურებს, როგორც სუვერენიტეტის შეზღუდვას, თურმე საერთოდ სახელმწიფოს გაუქმებაზე მიდგა საქმე მოლდოვის შემთხვევაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.მან აღნიშნა, რომ მოლდოვასა და რუმინეთს შორის შესაძლო დაახლოების შესახებ განხილვები ევროკავშირში გაწევრიანების ალტერნატიული სცენარების ძიებაზე მიუთითებს.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ფაქტობრივად ევროპული ინტეგრაციის „სტანდარტული მექანიზმების გვერდის ავლის“ მცდელობას წარმოადგენს.პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსა და მოლდოვას შედარება არაკორექტულია პოლიტიკური მიდგომებში განსხვავებების გამო.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს „ათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ისტორია“ გააჩნია და სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საკითხისადმი განსხვავებული მიდგომა აქვს.მისი თქმით, რუმინეთთან გაერთიანების გზით მოლდოვის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების განხილვა აჩვენებს, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი შიდა წინააღმდეგობებს და არაერთგვაროვან შეფასებებს წარმოშობს.როგორც მმართველმა პარტიამ ადრე განაცხადა, „ქართული ოცნება“ მოლდოვისგან განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს და, მათი აზრით, სწორედ ამიტომ აკრიტიკებენ ევროპელი ბიუროკრატები საქართველოს ხელისუფლებას.მოლდოვის პრეზიდენტს ასევე მკაცრად აკრიტიკებენ სამშობლოში. გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში მოლდოველმა დეპუტატმა ბოგდან ცირდამ მაია სანდუ შეადარა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. ის ამტკიცებს, რომ ისინი უცხო სახელმწიფოდან ჩამოსული ჯაშუშების დესანტს წარმოადგენენ. პარლამენტარი მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანების წინააღმდეგ გამოდის.
საქართველო
ევროკავშირი
მოლდოვა
რუმინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282651105_401:200:801:500_1920x0_80_0_0_66ce923336f6e4ab448d7c1569ce848e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , მოლდოვა, რუმინეთი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , მოლდოვა, რუმინეთი
სახელმწიფოს ლიკვიდაციის პროექტი: საქართველოში მოლდოვა და ევროკავშირი მკაცრად გააკრიტიკეს
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ფაქტობრივად ევროპული ინტეგრაციის „სტანდარტული მექანიზმების გვერდის ავლის“ მცდელობას წარმოადგენს.
თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს რისკებზე მოლდოვის სუვერენიტეტისთვის და გააკრიტიკეს მისი ხელმძღვანელობის ევროკავშირთან დაახლოების კურსი.
24 ივნისს რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ, რომელიც ახლა განსახილველად სენატს გადაეგზავნა. თებერვალში წარდგენილმა ინიციატივამ ადრე მთავრობისა და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების უარყოფითი დასკვნები მიიღო. ამის მიუხედავად, დოკუმენტი დამტკიცდა „ჩუმი მიღების“ პროცედურის ფარგლებში. რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტები, რომლებიც არ განიხილება ან უარყოფილი იქნება წარდგენიდან 45 დღის განმავლობაში, ავტომატურად მიღებულად ითვლება.
„კატასტროფულ მდგომარეობაშია მოლდოვა იქიდან გამომდინარე, რომ ჰყავთ ასეთი პრეზიდენტი, რომელიც მთლიანად ემორჩილება ბრიუსელს და მისთვის რა თქმა უნდა, არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა.
პარლამენტის წევრი ასევე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მოქალაქეების აზრს არ ითვალისწინებს.
ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანების დაჩქარების მცდელობები მმართველი პარტიის პარლამენტის წევრმა დავით მათიკაშვილმაც გააკრიტიკა.
„მოლდოვას მცდელობა, საკუთარი სუვერენიტეტი დათმოს, დაკარგოს დამოუკიდებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოლდოვის დღევანდელ ხელისუფლებას - პრეზიდენტი სანდუ იქნება თუ ასე შემდეგ, არანაირი ემოციური კავშირი არ გააჩნიათ მოლდოვასთან როგორც საკუთარ სამშობლოსთან“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მოლდოვის ევროპული ინტეგრაცია საეჭვოა. მისი აზრით, საუბარი აღარ არის მხოლოდ სუვერენიტეტის შეზღუდვაში, არამედ რისკებზე, რომლებიც სახელმწიფოებრიობის შესაძლო ცვლილებებს უკავშირდება.
„ჩვენ იმას ვჩიოდით, რომ სამწუხაროდ, ბრიუსელში ზოგიერთი ევროინტეგრაციას უყურებს, როგორც სუვერენიტეტის შეზღუდვას, თურმე საერთოდ სახელმწიფოს გაუქმებაზე მიდგა საქმე მოლდოვის შემთხვევაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
მან აღნიშნა, რომ მოლდოვასა და რუმინეთს შორის შესაძლო დაახლოების შესახებ განხილვები ევროკავშირში გაწევრიანების ალტერნატიული სცენარების ძიებაზე მიუთითებს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ფაქტობრივად ევროპული ინტეგრაციის „სტანდარტული მექანიზმების გვერდის ავლის“ მცდელობას წარმოადგენს.
„მოლდოვა ეძებს გვერდით შესასვლელს ევროკავშირში“, - განაცხადა მან.
პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსა და მოლდოვას შედარება არაკორექტულია პოლიტიკური მიდგომებში განსხვავებების გამო.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს „ათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ისტორია“ გააჩნია და სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საკითხისადმი განსხვავებული მიდგომა აქვს.
მისი თქმით, რუმინეთთან გაერთიანების გზით მოლდოვის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების განხილვა აჩვენებს, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი შიდა წინააღმდეგობებს და არაერთგვაროვან შეფასებებს წარმოშობს.
როგორც მმართველმა პარტიამ ადრე განაცხადა, „ქართული ოცნება“ მოლდოვისგან განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს და, მათი აზრით, სწორედ ამიტომ აკრიტიკებენ ევროპელი ბიუროკრატები საქართველოს ხელისუფლებას.
მოლდოვის პრეზიდენტს ასევე მკაცრად აკრიტიკებენ სამშობლოში. გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში მოლდოველმა დეპუტატმა ბოგდან ცირდამ მაია სანდუ შეადარა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. ის ამტკიცებს, რომ ისინი უცხო სახელმწიფოდან ჩამოსული ჯაშუშების დესანტს წარმოადგენენ. პარლამენტარი მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანების წინააღმდეგ გამოდის.