https://sputnik-georgia.com/20260625/policiam-tbilissa-da-regionebsi-narkodanasaulistvis-20-piri-daakava-299323144.html
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი დააკავა
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი დააკავა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთვხევაში მათ 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 25.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-25T12:55+0400
2026-06-25T12:55+0400
2026-06-25T12:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252350162_0:11:2738:1551_1920x0_80_0_0_123c476351731261a31988e256166712.jpg
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს თბილისში, გურიაში, აჭარასა და კახეთში 20 პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ-ერთი ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი", "ალფა პვპ" და "გამომშრალი მარიხუანა". გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულთა ნაწილი სპეციალურად მოწყობილ სათბურში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ახდენდა. სამართალდამცველების მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე, 260-ე, 260-ე კვარტა, 260-ე ტერცია, 261-ე, 262-ე, 265-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252350162_327:0:2411:1563_1920x0_80_0_0_ec789d8ed7a2e066d6c0406f21e47144.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი დააკავა
ბრალის დამტკიცების შემთვხევაში მათ 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს თბილისში, გურიაში, აჭარასა და კახეთში 20 პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ-ერთი ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი", "ალფა პვპ" და "გამომშრალი მარიხუანა".
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულთა ნაწილი სპეციალურად მოწყობილ სათბურში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ახდენდა.
სამართალდამცველების მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე, 260-ე, 260-ე კვარტა, 260-ე ტერცია, 261-ე, 262-ე, 265-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.