https://sputnik-georgia.com/20260625/opozicia-tvalwin-isleba-qartul-ocnebasi-politikur-gardacvalebaze-saubroben-299329968.html
ოპოზიცია თვალწინ იშლება - „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკურ გარდაცვალებაზე საუბრობენ
ოპოზიცია თვალწინ იშლება - „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკურ გარდაცვალებაზე საუბრობენ
Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია ვერასდროს შეძლებს წინა პოლიტიკურ პოზიციებზე დაბრუნებას. 25.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-25T19:10+0400
2026-06-25T19:10+0400
2026-06-25T19:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/1f/297885992_0:19:800:469_1920x0_80_0_0_df2fb8ed928cb7b3e424f4d4d6f21802.jpg
თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. საქართველოს რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკური კოლაფსის ზღვარზეა დაშვებული შეცდომებისა და გაუაზრებელი გადაწყვეტილებების გამო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ოპოზიციურ ალიანსს" შორის ახალი დაპირისპირება გამოიწვია. მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას დაუჭირა მხარი და ამასთან, გააკრიტიკა პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა მელია, რომელიც ღალატში დაადანაშაულა.დეპუტატმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს და არ გამოიყენეს მიღებული მანდატები. მისი თქმით, მათ ასევე სერიოზული შეცდომა დაუშვეს როცა რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობაზეც თქვეს უარი, რითიც ადგილობრივ პოლიტიკას რეგიონალური ორგანიზაციები მოწყვიტეს.შარმანაშვილის თქმით, ოპოზიცია უკან, ძველ პოლიტიკურ პოზიციებზე ვეღარ დაბრუნდება.„პოლიტიკა და ცხოვრება დაუნდობელია, როცა შეცდომების კასკადს უშვებ. დგება მომენტი, როცა უკან გამოხედვასაც აზრი არ აქვს“, - განაცხადა მან.ამასობაში, დეპუტატმა ოპოზიციური პარტიიდან „საქართველოსთვის“ გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ ქვეყნის პოლიტიკურმა პარტიებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ, რადგან რიგ ოპოზიციურ ძალებში მიმდინარე შიდა პროცესები მთელ ოპოზიციურ ველს აზიანებს.მან აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკური ძალისთვის საერთო ნორმა უნდა იყოს, მიუხედავად მათი კუთვნილებისა.მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა. ალიანსში შევიდა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და „თავისუფლების მოედანი“.მალევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ თავიდანვე წინააღმდეგი იყო პარტიის ალიანსში გაწევრიანების, თუმცა ბოლოს სააკაშვილის აზრი გაითვალისწინა. ეს უკანასკნელი ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/1f/297885992_76:0:725:487_1920x0_80_0_0_61e5638a9fc72a36441d69aa597ef85a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ოპოზიცია თვალწინ იშლება - „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკურ გარდაცვალებაზე საუბრობენ
„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია ვერასდროს შეძლებს წინა პოლიტიკურ პოზიციებზე დაბრუნებას.
თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. საქართველოს რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკური კოლაფსის ზღვარზეა დაშვებული შეცდომებისა და გაუაზრებელი გადაწყვეტილებების გამო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.
მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ოპოზიციურ ალიანსს" შორის ახალი დაპირისპირება გამოიწვია. მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას დაუჭირა მხარი და ამასთან, გააკრიტიკა პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა მელია, რომელიც ღალატში დაადანაშაულა.
„პოლიტიკური გარდაცვალების პირას მისული რადიკალები კომიკურ სიტუაციაში არიან, ბოლო წლებში ისეთი შეცდომები დაუშვეს და ნაბიჯები გადადგეს თუ პატრონებმა გადაადგმევინეს, აქამდე რომ მივიდოდნენ, ძნელი ამოსაცნობი არ იყო“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა „პირველ არხთან“ ინტერვიუში.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს და არ გამოიყენეს მიღებული მანდატები. მისი თქმით, მათ ასევე სერიოზული შეცდომა დაუშვეს როცა რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობაზეც თქვეს უარი, რითიც ადგილობრივ პოლიტიკას რეგიონალური ორგანიზაციები მოწყვიტეს.
„რა დონის შეცდომები დაუშვეს, შემიძლია, უსასრულოდ გავაგრძელო. ახლა ერთმანეთს უთხრიან ძირს და ერთმანეთისკენ ხელს იშვერენ. არანაირი გეგმა არ აქვთ, ამ სიტუაციიდან როგორ გამოვიდნენ, მაგრამ ეს გეგმა ვერც ექნებათ.– განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შარმანაშვილის თქმით, ოპოზიცია უკან, ძველ პოლიტიკურ პოზიციებზე ვეღარ დაბრუნდება.
„პოლიტიკა და ცხოვრება დაუნდობელია, როცა შეცდომების კასკადს უშვებ. დგება მომენტი, როცა უკან გამოხედვასაც აზრი არ აქვს“, - განაცხადა მან.
ამასობაში, დეპუტატმა ოპოზიციური პარტიიდან „საქართველოსთვის“ გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ ქვეყნის პოლიტიკურმა პარტიებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ, რადგან რიგ ოპოზიციურ ძალებში მიმდინარე შიდა პროცესები მთელ ოპოზიციურ ველს აზიანებს.
„ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ, რაც, სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიების უმეტესობას არ გააჩნია. ამის ნათელი დადასტურებაა კონკრეტულ პარტიებში მიმდინარე პროცესები. ბუნებრივია, ჩვენ მათი შიდა პროცესები არ გვაინტერესებს, მაგრამ ეს ყველაფერი აზიანებს ოპოზიციურ ველს და საზოგადოების დამოკიდებულებას პოლიტიკური პარტიების მიმართ“, – განაცხადა გიგა ფარულავამ „პირველ არხთან“ ინტერვიუში.
მან აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკური ძალისთვის საერთო ნორმა უნდა იყოს, მიუხედავად მათი კუთვნილებისა.
მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა. ალიანსში შევიდა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და „თავისუფლების მოედანი“.
მალევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ თავიდანვე წინააღმდეგი იყო პარტიის ალიანსში გაწევრიანების, თუმცა ბოლოს სააკაშვილის აზრი გაითვალისწინა. ეს უკანასკნელი ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებდა.