https://sputnik-georgia.com/20260625/berlinsi-qartuli-rvino-daagemovnes-299324720.html
ბერლინში ქართული ღვინო დააგემოვნეს
ბერლინში ქართული ღვინო დააგემოვნეს
Sputnik საქართველო
გერმანიის დედაქალაქში გამართულ დეგუსტაციას 20-მდე ინფლუენსერი, კონტენტკრეატორი და მედიის წარმომადგენელი დაესწრო. 25.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-25T14:34+0400
2026-06-25T14:34+0400
2026-06-25T14:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
გერმანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/11/266709354_0:360:2048:1512_1920x0_80_0_0_1216bf29e8ea7c1fc4cb5a0d52c08a5e.jpg
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. გერმანიის დედაქალქ ბერლინში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დეგუსტაციას 20-მდე ინფლუენსერი, კონტენტკრეატორი და მედიის წარმომადგენელი დაესწრო. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ საქართველოს მევენახეობის სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი შვიდი დასახელების ქართული ღვინო. ანალოგიური ფორმატის ღონისძიებები გაიმართა გერმანიის ქალაქებში - დიუსელდორფსა და კიოლნში. უწყების ცნობით, დეგუსტაციის მთავარი კონცეფცია ქართული ღვინის ადგილობრივ სამზარეულოსთან შეხამება იყო. ღონისძიებას ცნობილი გერმანელი შეფმზარეული და რესტორატორი კრისტოფ ფრიდრიხი (Christoph Friedrich) უძღვებოდა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის "ff.k Public Relations" ორგანიზებით გაიმართა. გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ კომპანიასთან "ff.k Public Relations" 2021 წლიდან თანამშრომლობს. კამპანიის ფარგლებში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ტარდება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისთვის, სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; ასევე, მედიის, ღვინის პროფესიონალებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოში ღვინის ტურები ეწყობა. ღვინის ეროვნული საგენტოს ცნობით, გერმანია ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და გაყიდვების მზარდი დინამიკით გამოირჩევა. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 670 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით მეტია.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/11/266709354_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_3a761ba34e6e786ba930979c8a53aca7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, გერმანია
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, გერმანია
ბერლინში ქართული ღვინო დააგემოვნეს
გერმანიის დედაქალაქში გამართულ დეგუსტაციას 20-მდე ინფლუენსერი, კონტენტკრეატორი და მედიის წარმომადგენელი დაესწრო.
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. გერმანიის დედაქალქ ბერლინში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეგუსტაციას 20-მდე ინფლუენსერი, კონტენტკრეატორი და მედიის წარმომადგენელი დაესწრო. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ საქართველოს მევენახეობის სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი შვიდი დასახელების ქართული ღვინო. ანალოგიური ფორმატის ღონისძიებები გაიმართა გერმანიის ქალაქებში - დიუსელდორფსა და კიოლნში.
უწყების ცნობით, დეგუსტაციის მთავარი კონცეფცია ქართული ღვინის ადგილობრივ სამზარეულოსთან შეხამება იყო. ღონისძიებას ცნობილი გერმანელი შეფმზარეული და რესტორატორი კრისტოფ ფრიდრიხი (Christoph Friedrich) უძღვებოდა.
ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის "ff.k Public Relations" ორგანიზებით გაიმართა.
გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ კომპანიასთან "ff.k Public Relations" 2021 წლიდან თანამშრომლობს.
კამპანიის ფარგლებში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ტარდება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისთვის, სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; ასევე, მედიის, ღვინის პროფესიონალებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოში ღვინის ტურები ეწყობა.
ღვინის ეროვნული საგენტოს ცნობით, გერმანია ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და გაყიდვების მზარდი დინამიკით გამოირჩევა.
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 670 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით მეტია.