https://sputnik-georgia.com/20260624/tbilissa-da-regionebshi-ukanono-iaragi-amoiges-299301270.html
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია 14 პირი
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია 14 პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 24.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-24T12:09+0400
2026-06-24T12:09+0400
2026-06-24T12:09+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, საპოლიციო ღონისძიებები თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, გურიასა და კახეთში ჩატარდა. პოლიციელების მიერ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.ერთ-ერთი დაკავებულისგან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებაც. გამოძიება სსკ-ის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია 14 პირი
დანაშაული 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საპოლიციო ღონისძიებები თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, გურიასა და კახეთში ჩატარდა.
პოლიციელების მიერ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.ერთ-ერთი დაკავებულისგან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებაც.
გამოძიება სსკ-ის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.