https://sputnik-georgia.com/20260624/saxelmwipo-4-wlamde-smenadaqveitebuli-bavshvebistvis-implantacias-daapinansebs-299312336.html
სახელმწიფო ოთხ წლამდე ბავშვებისთვის ორმხრივ კოხლეარულ იმპლანტაციას დააფინანსებს
სახელმწიფო ოთხ წლამდე ბავშვებისთვის ორმხრივ კოხლეარულ იმპლანტაციას დააფინანსებს
Sputnik საქართველო
აღნიშნული პროფილის მაღალტექნოლოგიური ოპერაციები თბილისის სამ სპეციალიზებულ კლინიკაში ტარდება. 24.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-24T20:39+0400
2026-06-24T20:39+0400
2026-06-24T21:38+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:3241:1824_1920x0_80_0_0_801864c4b2be04d2b73196d2bc452d8b.jpg
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კოხლეარული იმპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. ცვლილების შედეგად, ოთხ წლამდე ბავშვებისთვის ორმხრივი კოხლეარული იმპლანტაცია გახდება ხელმისაწვდომი.კოხლეარული იმპლანტაცია ქირურგიული პროცედურაა, რომელიც შექმნილია ღრმად ყრუ ან სმენადაქვეითებული პირებისთვის ხმის აღქმის უზრუნველსაყოფად. სმენის აპარატებისგან განსხვავებით კოხლეარული იმპლანტები გვერდს უვლიან ყურის დაზიანებულ ნაწილებს და პირდაპირ ასტიმულირებენ სმენის ნერვს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლებთან და დარგის სპეციალისტებთან შეხვედრა გამართა, რომლის ფარგმებშიც მხარეებმა პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები და მათი იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს.როგორც უწყებაში აღნიშნეს, პროგრამის ფარგლებში კვლავაც გაგრძელდება ცალმხრივი კოხლეარული იმპლანტაციის დაფინანსება, რომელიც კვლავ ხელმისაწვდომი იქნება ყველა ასაკის პაციენტისთვის შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე.„სახელმწიფო პროგრამა ასევე მოიცავს კოხლეარული იმპლანტაციის შემდგომ აუცილებელ სარეაბილიტაციო მომსახურებებსა და თერაპიას, რაც პაციენტების სრულფასოვან რეაბილიტაციასა და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.აღნიშნული პროფილის მაღალტექნოლოგიური ოპერაციები თბილისის სამ სპეციალიზებულ კლინიკაში ტარდება.სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ ოპერაციასა და ძვირადღირებული აპარატის შეძენას არ მოიცავს, ის სრულად აფინანსებს პოსტოპერაციულ აუცილებელ სარეაბილიტაციო მომსახურებებსა და მეტყველების თერაპიას.კოხლეარული იმპლანტაციის ძირითადი მიზანია სმენის მნიშვნელოვანი დაქვეითების მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ის განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც ტრადიციული სმენის აპარატებიდან სათანადო სარგებელს ვერ იღებს. კოხლეარული იმპლანტები მომხმარებლებს ეხმარება ბგერების აღქმაში, მეტყველების გაგებასა და სოციალურ ურთიერთობებში უფრო სრულად ჩართვაში, რაც საბოლოო ჯამში აუმჯობესებს მათ კომუნიკაციის უნარებსა და საერთო კეთილდღეობას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ae21384c51f0726cc80bb5cc2f69bd7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სახელმწიფო ოთხ წლამდე ბავშვებისთვის ორმხრივ კოხლეარულ იმპლანტაციას დააფინანსებს
20:39 24.06.2026 (განახლებულია: 21:38 24.06.2026) აღნიშნული პროფილის მაღალტექნოლოგიური ოპერაციები თბილისის სამ სპეციალიზებულ კლინიკაში ტარდება.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კოხლეარული იმპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. ცვლილების შედეგად, ოთხ წლამდე ბავშვებისთვის ორმხრივი კოხლეარული იმპლანტაცია გახდება ხელმისაწვდომი.
კოხლეარული იმპლანტაცია ქირურგიული პროცედურაა, რომელიც შექმნილია ღრმად ყრუ ან სმენადაქვეითებული პირებისთვის ხმის აღქმის უზრუნველსაყოფად. სმენის აპარატებისგან განსხვავებით კოხლეარული იმპლანტები გვერდს უვლიან ყურის დაზიანებულ ნაწილებს და პირდაპირ ასტიმულირებენ სმენის ნერვს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლებთან და დარგის სპეციალისტებთან შეხვედრა გამართა, რომლის ფარგმებშიც მხარეებმა პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები და მათი იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს.
„აღინიშნა, რომ პროგრამის გაფართოება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სმენის მძიმე დაქვეითების მქონე ბავშვების განვითარების, მეტყველებისა და სოციალური ინტეგრაციის შესაძლებლობებს, რადგან ადრეულ ასაკში სმენის სრულფასოვან აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, პროგრამის ფარგლებში კვლავაც გაგრძელდება ცალმხრივი კოხლეარული იმპლანტაციის დაფინანსება, რომელიც კვლავ ხელმისაწვდომი იქნება ყველა ასაკის პაციენტისთვის შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე.
„სახელმწიფო პროგრამა ასევე მოიცავს კოხლეარული იმპლანტაციის შემდგომ აუცილებელ სარეაბილიტაციო მომსახურებებსა და თერაპიას, რაც პაციენტების სრულფასოვან რეაბილიტაციასა და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
აღნიშნული პროფილის მაღალტექნოლოგიური ოპერაციები თბილისის სამ სპეციალიზებულ კლინიკაში ტარდება.
სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ ოპერაციასა და ძვირადღირებული აპარატის შეძენას არ მოიცავს, ის სრულად აფინანსებს პოსტოპერაციულ აუცილებელ სარეაბილიტაციო მომსახურებებსა და მეტყველების თერაპიას.
კოხლეარული იმპლანტაციის ძირითადი მიზანია სმენის მნიშვნელოვანი დაქვეითების მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ის განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც ტრადიციული სმენის აპარატებიდან სათანადო სარგებელს ვერ იღებს. კოხლეარული იმპლანტები მომხმარებლებს ეხმარება ბგერების აღქმაში, მეტყველების გაგებასა და სოციალურ ურთიერთობებში უფრო სრულად ჩართვაში, რაც საბოლოო ჯამში აუმჯობესებს მათ კომუნიკაციის უნარებსა და საერთო კეთილდღეობას.