https://sputnik-georgia.com/20260624/saqartveloshi-ekalata-gov-ge-amoqmedda-299301606.html
საქართველოში ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდი ekalata.gov.ge ამოქმედდა
საქართველოში ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდი ekalata.gov.ge ამოქმედდა
Sputnik საქართველო
სააგენტოს ინფორმაციით, შეიქმნება სპეციალური აპლიკაცია მობილური მოწყობილობებისთვისაც. 24.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-24T12:53+0400
2026-06-24T12:53+0400
2026-06-24T12:53+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964203_0:157:3083:1891_1920x0_80_0_0_bcfbc6b297359e2fd97d59e7aaa37016.jpg
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოში ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდი - ekalata.gov.ge ამოქმედდა, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს. „საოჯახო კალათის" პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ დღეს წარადგინა - პლატფორმის მიზანია მომხმარებლის ინფორმირებულობა და ბაზარზე არსებული შეთავაზებების უფრო გამჭვირვალე წარმოდგენა. ვებგვერდზე www.ekalata.gov.ge განთავსებული იქნება საოჯახო კალათაში შემავალ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე – 12 უმსხვილეს ქსელში წარმოდგენილი საუკეთესო ფასები. პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებული იქნებიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ, რომელიც საინფორმაციო პორტალზე პროაქტიულად განახლდება. უწყების ცნობით, დაგეგმილია ვებპორტალის შემდგომი განვითარებაც, ასევე საუკეთესო შემოთავაზებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდება სხვადასხვა სამაუწყებლო და სატელევიზიო ფორმატებში, ასევე შეიქმნება სპეციალური აპლიკაცია მობილური მოწყობილობებისთვის. მთავრობის მიერ პროექტის განხორციელება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ჰქონდა დავალებული და ვებპლატფორმის შესაქმნელად 53 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.ქსელურ მარკეტებს ფასდაკლებული პროდუქტების „სასურსათო კალათის" სტენდების განთავება 13 მაისიდან დაევალათ. „სასურსათო კალათის" შექმნის ინიციატივა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისიის შემაჯამებელი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ იქნა წარდგენილი. "სასურსათო კალათაში" შედის - ფქვილი, შაქარი, მაკარონი, ვერმიშელი, შვრიის ფანტელი, ქათამი, კვერცხი, სხვადასხვა სახის ტკბილეული, კარაქი და რძის სხვა პროდუქტები. მათზე სპეციალური საფასო პოლიტიკა უნდა გავრცელდეს. საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2025 წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა - მიმდინარე წლის იანვარში საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების სამთავრობო კომისია, ხოლო თებერვალში - საპარლამენტო კომისია შეიქმნა. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო კომისიამ საქართველოში ფასებზე მოქმედი მხოლოდ სისტემური პრობლემების გამოვლენა შეძლო და კარტელური გარიგებები გამორიცხა, ფასების შემცირების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში სურსათზე ფასები, ზოგადად, უფრო დაბალია, ვიდრე საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, თუმცა დაბალი ხელფასების გამო ფასწარმოქმნის საკითხი მოსახლეობისთვის უკიდურესად მტკივნეული რჩება, რის გამოც მთავრობა დაინტერესებულია საქონლის ღირებულების შემცირებით. 2026 წლის აპრილში, 2025 წლის აპრილთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ზრდამ 7,5% შეადგინა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფასების მატებაზე ძლიერი გავლენა მოახდინა საწვავისა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდამ. დროებითი კომისიის დასკვნა 1-ელ მაისს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელმა საპარლამენტო დროებითმა კომისიამ წარმოადგინა დასკვნა, რომელშიც მოცემულია ბაზრის ანალიზი და რეკომენდაციები ფასების შესამცირებლად. დოკუმენტი შეიცავს რეკომენდაციებს ფასების შემცირებისა და ბაზრის გამჭვირვალობის გაზრდის შესახებ, თუმცა, კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ფასების კონტროლი ან ხელოვნურად შემცირებული ფასები ბაზარზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს. კომისიის ანგარიში განსახილველად წარედგინება მთავრობას, რის შემდეგაც მთავრობა გადაწყვეტს, კომისიის მიერ რეკომენდებული ღონისძიებებიდან რომელი უნდა განხორციელდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964203_175:0:2906:2048_1920x0_80_0_0_93b6e0d20a85b0b83aacff2a60dc5089.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდი ekalata.gov.ge ამოქმედდა
სააგენტოს ინფორმაციით, შეიქმნება სპეციალური აპლიკაცია მობილური მოწყობილობებისთვისაც.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოში ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდი - ekalata.gov.ge ამოქმედდა, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს.
„საოჯახო კალათის" პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ დღეს წარადგინა - პლატფორმის მიზანია მომხმარებლის ინფორმირებულობა და ბაზარზე არსებული შეთავაზებების უფრო გამჭვირვალე წარმოდგენა.
ვებგვერდზე
www.ekalata.gov.ge განთავსებული იქნება საოჯახო კალათაში შემავალ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე – 12 უმსხვილეს ქსელში წარმოდგენილი საუკეთესო ფასები.
„მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, შეადარონ პროდუქტის ღირებულებები და საუკეთესო შეთავაზებების შესახებ მიიღონ ინფორმაცია. გარდა ამისა, მოქალაქეები შეძლებენ, კატეგორიის მიხედვით მოძებნონ, თუ სად შეიძენენ მათთვის სასურველ პროდუქტს საუკეთესო პირობებით და შექმნან საკუთარი კალათა, სადაც ასახული იქნება ფასების ჯამური მაჩვენებელი“, - ნათქვამია განცხადებაში.
პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებული იქნებიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ, რომელიც საინფორმაციო პორტალზე პროაქტიულად განახლდება.
უწყების ცნობით, დაგეგმილია ვებპორტალის შემდგომი განვითარებაც, ასევე საუკეთესო შემოთავაზებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდება სხვადასხვა სამაუწყებლო და სატელევიზიო ფორმატებში, ასევე შეიქმნება სპეციალური აპლიკაცია მობილური მოწყობილობებისთვის.
მთავრობის მიერ პროექტის განხორციელება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ჰქონდა დავალებული და ვებპლატფორმის შესაქმნელად 53 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
ქსელურ მარკეტებს ფასდაკლებული პროდუქტების „სასურსათო კალათის" სტენდების განთავება 13 მაისიდან დაევალათ. „სასურსათო კალათის" შექმნის ინიციატივა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისიის შემაჯამებელი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ იქნა წარდგენილი. "სასურსათო კალათაში" შედის - ფქვილი, შაქარი, მაკარონი, ვერმიშელი, შვრიის ფანტელი, ქათამი, კვერცხი, სხვადასხვა სახის ტკბილეული, კარაქი და რძის სხვა პროდუქტები. მათზე სპეციალური საფასო პოლიტიკა უნდა გავრცელდეს.
საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2025 წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა - მიმდინარე წლის იანვარში საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების სამთავრობო კომისია, ხოლო თებერვალში - საპარლამენტო კომისია შეიქმნა.
მას შემდეგ, რაც საპარლამენტო კომისიამ საქართველოში ფასებზე მოქმედი მხოლოდ სისტემური პრობლემების გამოვლენა შეძლო და კარტელური გარიგებები გამორიცხა, ფასების შემცირების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში სურსათზე ფასები, ზოგადად, უფრო დაბალია, ვიდრე საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, თუმცა დაბალი ხელფასების გამო ფასწარმოქმნის საკითხი მოსახლეობისთვის უკიდურესად მტკივნეული რჩება, რის გამოც მთავრობა დაინტერესებულია საქონლის ღირებულების შემცირებით.
2026 წლის აპრილში, 2025 წლის აპრილთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ზრდამ 7,5% შეადგინა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფასების მატებაზე ძლიერი გავლენა მოახდინა საწვავისა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდამ.
დროებითი კომისიის დასკვნა
1-ელ მაისს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელმა საპარლამენტო დროებითმა კომისიამ წარმოადგინა დასკვნა, რომელშიც მოცემულია ბაზრის ანალიზი და რეკომენდაციები ფასების შესამცირებლად.
დოკუმენტი შეიცავს რეკომენდაციებს ფასების შემცირებისა და ბაზრის გამჭვირვალობის გაზრდის შესახებ, თუმცა, კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ფასების კონტროლი ან ხელოვნურად შემცირებული ფასები ბაზარზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს.
კომისიის ანგარიში განსახილველად წარედგინება მთავრობას, რის შემდეგაც მთავრობა გადაწყვეტს, კომისიის მიერ რეკომენდებული ღონისძიებებიდან რომელი უნდა განხორციელდეს.